Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

სტატუსები

მეგობრებზე და მეგობრობაზე
1) შენი სიყვარულის და სითბოს მარაგს ცხრა კლიტულში ნუ გამოკეტავ-მეგობრებს სიცოცხლეშივე მიესალბუნე, სიტყვით გაამხნევე და შეაქე კიდეც, სანამ შენი ნათქვამის გაგონებაც შეუძლიათ და გათავისებაც

2) უმეგობროდ შეიძლება გაძლო კიდეც, მაგრამ თუ მეგობარი გყოლია, მას ვერასოდეს დაივიწყებ.

3) ჭეშმარიტი მეგობრობა მაშინ იბადება, როცა ორ ადამიანს ერთად დუმილი სიამოვნებს.

4) ცოტაა რომ გიყვარდე! მთავარია გესმოდეს ჩემი! ცოტაა რომ მიპოვო! მთავარია არ დამკარგო!!!

5) იტირე, როცა გეტირება… იცეკვე, როცა ბედნიერი ხარ!… მოეფერე იმას ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს უკან მოუხედავად გაიქეცი მასთან ვინც გენატრება..

6) როდესაც ქალზე ლაპარაკი გსურთ, კალამი ცისარტყელაში ამოავლეთ და პეპელას ფრთებზე დააბერტყეთ.

7) მიდის ცხოვრება და ჩვენც მივდივართ, რა გვრჩება ერთი იმედის გარდა, რომ, როცა უკვე აღარ ვიქნებით მოგვიგონებენ იცხოვრა მართლა!

8) სამყაროში მიტოვებული უცხო მაყურებლის დაკვირვებით, ცხოვრება; მეორადი მოხმარების სიზმარია, რომელიც უკვე ნახეს, განიცადეს და ახსნეს. მაგრამ შენს მიერ ნახული, განცდილი და ახსნილი ყველაზე მნიშვნელოვანია.

9) ყველაფრის გამოხატვა სიტყვებით რომ შეიძლებოდეს, სიმღერა არ იქნებოდა….

10) რჩევა ბრძნულია, მაგრამ ძნელად ასასრულებელი

*******

1) ქალს უნდა მისცე ყველაფერი, ან არაფერი.

2) ქალები როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს იცის ყველამ, ვისაც კი განუცდია მისი ძალა თავის თავზე.

3) ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული.

4) ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას უყვარს.

5) თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.

6) მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს.

7) თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს ქალს, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც ქალის ცნობისმოყვარეობა მოითხოვს.

8) თუ გიყვარს ქალი – უარჰყო უნდა სულ ყველაფერი. მარტოოდენ უნდა გწამდეს ის, ვინც გიყვარს, მის მხურვალე მკერდზე უნდა ნახო ნავსაყუდელი, მარტო მის გულს უნდა სცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს, და დასთმო უნდა გარშემო ქვეყნიერება. ოჰ, ქალო, ქალო!

9) ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში.

10) ქალი – ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან.

11) “ნუ გგონია ვინც იღიმება ყველა ბედნიერია, რადგანაც გულიდან წამოსული ცრემლები თვალებამდე არასოდეს აღწევს”

******
1) სიცილი მიყვარს, თბილი და გულიდან წამოსული ნამდვილი და გადამდები ტკივილს რომ გიყუჩებს და სიცოცხლეს რომ გაგრდზზნობინებს …. ცრემლებიც მიყვარს ოგონდ სიყვარულის და ბედნიერების..

2) ,,შენზე ფიქრში სიყვარული მათოვდა, მონატრება გადაიქცა მათხოვრად…”

3) მტკივხარ ადამიანო, ჩემი გულის, სულის ერთადერთი დანაკარგი ხარ, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის.შენ ჩემთვის ისევ ჩემი ერთი ცალი ხარ!!.

4) დარდი რა იყო არ ვიცოდი შენ შემასწავლე, ცრემლი თვალიდან არ მდიოდა ეხლა ვტირივარ, ჩუმად უთქმელად ვიფერფლები ჩემს სიყვარულში ,მარტოობის და უბედურების ერთი გმირი ვარ !!

5) ჩემთვის სულ მოგება არ უსწავლიათ , მე მხოლოდ მასწავლეს როგორ ავმდგარიყავი დაცემის შემდეგ ..!

6) ჩვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი, ხან მზე დგას, ხან კი ქარები ქრიან.. ყველა ვიღაცის იმედით დადის, ყველას ვიღაცის იმედი ჰქვია.ჩუმად მოსული ტკივილის გარდა, გული ხომ ათას სიხარულს ელის. და ჩვენც ვიცინით, ვიცინით, რადგან ვიღაცას ჩვენი სიცილი შველის…

7) როგორ დავენდურო ბედს, როცა შენ ამქვეყნად ხარ, არაფერს მოვითხოვ მეტს, რა უნდა მინდოდეს სხვა…

8) პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მეორე შანსი არ არსებობს..

9) ხანდახან ხარხარი მინდება, ყვირილი მინდება ხანდახან, ხანდახან გულიც კი მისკდება, ლამის შევიშალო თანდათან. ხანდახან სიშორე მაგიჟებს, ჭკუაზე ვიშლები თანდათან, ხანდახან არავინ მჭირდება,მარტოობა მშლის თანდათან..

10) მე ახლა უკვე სიმართლე ვიცი..ჭეშმარიტი და ბავშვივით წმინდა…

11) თუ ბედისგან გაქცევა შეძელი, მაშინ ეს ბედი არ ყოფილა.

12) ით შემაჩერებ! მე უკვე ვნახე რწმენის გაცვეთა იმედის ნგრევა… მტვერი თითებზე… რას ვაკეთებდი შენთან მოსვლამდე, ვფიქრობ დღემდე და ვეღარ ვიხსენებ… ალბათ არაფერს და გული მტკივა იმ არაფრისთვის შენ რომ მიმეტებ…

*****
1) დაქორწინდი ისეთ კაცზე/ქალზე რომელთანაც გსიამოვნებს საუბარი. როდესაც დაბერდებით თქვენი სასაუბრო თემები იქნება ორივესთვის აუცილებელი.

2) მიეცი ხალხს იმაზე მეტი ვიდრე ელოდებიან და გააკეთე ეს სიხარულით.

3) როდესაც გეკითხებიან ისეთ რამეს რაზეც არ გინდათ პასუხის გაცემა, გაიღიმეთ და კითხეთ “რაში გაინტერესებს?”

4) დაიმახსოვრე რომ დიდი სიყვარული და დიდი მიღწევები იწვევს დიდი რისკს.

5) როდესაც შენ კარგავ, არ დაკარგო გაკვეთილი მომხდარზე.

6) დაიმახსოვრე 3 რამ: საკუთარი თავის პატივისცემა; სხვების პატივისცემა და ყველა შენი ქმედების პასუხისმგებლობა.

7) არ დართო ნება პატარა კამათს დაგინგრიოს დიდი მეგობრობა.

8) როდესაც შენ აცნობიერებ შენს მიერ ჩადენილ შეცდომას, გადადგი უშუალო ნაბიჯები მის გამოსასწორებლად.

9) გაიღიმე როცა რეკავ ტელეფონზე. მოპასუხე იგრძნობს ამას შენს ხმაში.

10) ნამდვილი მეგობარი არის ის ვინც გართმევს ხელს და ესმის შენი გულისცემა.

11) თუ ვინმე შენზე იტყვის ცუდს, მოიქეცი ისე, რომ მის ნათქვამს არავინ დაუჯეროს.

12) ძილის წინ კარგად გაიაზრე, რა გააკეთე დღის განმავლობაში.

13) შენ თავზე მეტად – ვერავინ გავნებს

14) კარგი საზოგადოება და მასთან საუბარი – დიდი ბედნიერებაა.

15) დაზოგე ახალგაზრდობაში, რათა არ გაიჭირვო სიბერეში

*******
1) იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან… და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ.

2) გავუძლოთ ერთად ზამთრის სიცივეს და ერთმანეთის სევდა გავლიოთ, ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ.

3) მე ვყოფნიდი ჩემს მარტოობას, ვავსებდი და ვაფერადებდი ნაცნობი და მარტივი ხმებით,ვცდილობდი, რომ ქალაქის რიტმში ტროტუარებზე უსაფრთხოდ ევლო, ვასწავლიდი ღამის გათევას, მე ვყოფნიდი ჩემს მარტოობას შენამდე.

4) ყველაფერი ხარ, რაც მე მიყვარს, და რაზეც ვფიქრობ, უკვდავებასაც დავიბრალებ, ჩემი რომ იყო..

5) ღალატი სიყვარულში – ეს ყველაზე საშინელი თვალთმაქცობაა და სამუდამო დანაკარგი, რომელსაც ვერაფერი აანაზღაურებს…. და ვერც დრო კურნავს!

6) შენ ჩემში ერთი მთლიანობა ხარ და არა ნეკნის ერთი ნაწილი

7) გაიღიმე ისე, რომ შენმა ღიმილმა შენი სიკვდილის მერეც იცოცხლოს!

8) მთავარია – იცხოვრო, როგორც ბავშვობაში. გრძნონებისა და ემოციების დამალვის გარეშე..

9) აკეთე ის, რაც ბედნიერებას განიჭებს. იყავი მასთან ვისთანაც ადვილია,ნუ იფიქრებ ბევრს იმაზე,თუ რა შეძლება ,,მოხდეს” ან ,,არ მოხდეს”. . . უბრალოდ იგრძენი თავი ბედნიერად და გიყვარდეს ვიდრე ცოცხალი ხარ..

10) შემოგიმტვრიო მინდა სიზმრები და ძილშიც მხოლოდ შენს გვერდით ვიყო

11) ყველაზე ლამაზია როცა ყველასგან განსხვავებულად გიყვართ ერთმანეთი, როცა გრძნობ რომ ყველაზე ბედნიერი ხარ ამ ქვეყნად, ეს არის სიყვარული როცა თვითონ ქმნი ბედნიერებას..

12) ყოველ დღეს მიეცი საშუალება, იყოს ყველაზე ბედნიერი შენს ცხოვრებაში

13) მიეცით სუყვარულს სიგიჟის უფლება

14) ბედნიერება – ეს არის, როცა ის გადის სახლიდან, შენ კი ეკითხები: – “რამე ხომ არ დაგრჩა?” ის კი მაგრად ჩაგიხუტებს გულში და ჩუმად ჩაგჩურჩულებს: – “შენ”

15) რაზე ფიქრობ? ერთადერთი ბიჭი რომელსაც გავეკიდები იქნება ის ვინც დამიძახებს ”დეეე ვერ დამეწევი ”

16) ნუ მისტირი წარსულს!.. ის კლავს შენს ძვირფას დროს..იარე მხოლოდ პირდაპირ!.. უკან ნუ იყურები!.. ადამიანები,რომლებსაც სჭირდები აუცილებლად დაგეწევიან!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: