Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

ქართულად წერა–კითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა

Posted by tamuna2188 on იანვარი 3, 2011

 



 

 

1. ცელის ერთი მოსმით მოთიბულ ბალახს ნაფთევი ჰქვია

 

2. პუდელის ჯიშის ძაღლებს ძველად იხვებზე სანადიროდ იყენებდნენ

 

3. ჟაკლინ კენედის ქალიშვილობის გვარი არის ბუვიე

 

4. ფრანგ ჟანდარმებს მეტსახელად პინგვინებს ეძახიან

 

5. ჰოლივუდის ვარსკვლავმა კეტრინ ჰეპბერნმა კარიერაში (Katherine Hepburn; 1907-2003) 4 ოსკარი მოიპოვა, აქედან სამი 60 წელს გადაცილებულმა

6. არქიტექტორთა დაგეგმარებით ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიას, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს, თვითმფრინავის ფორმა აქვს

 

7. ქართულად წერაკითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა

 

8. ბიბლიური პერსონაჟები წვერს მხოლოდ გლოვის ნიშნად იპარსავდნენ

 

9. აბჯრის ქვეშ ჩასაცმელ დაბამბულ პერანგს ხიფთანი ჰქვია

 

10. თამაშს, რომლის დროსაც წინასწარ მოცემულ რითმებზე ლექსებს წერენ და ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ბურიმე ეწოდება

 

11. ბრიტანელი მოსამართლეებისათვის პარიკებს დღესაც ცხენის ძუისგან ამზადებენ

 

12. XIX საუკუნეში ჰომოსექსუალისტებს მწვანეებს ეძახდნენ

One Response to “ქართულად წერა–კითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა”

  1. nan said

    7. ქართულად წერა–კითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა… ეს არ ვიცოდიი…და გამიკვირდა.. მწვანეებს ეძახდნენ ჰომოსექსუალებს? არა და როგორ მიყვარდა ეგ ფერიი….

დატოვე კომენტარი