Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

უჭკუო ჩივის, რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის, რომ იგი არ იცნობს ხალხს. – კონფუცი

უვიცებთან ბჭობა ბრმებისთვის სინათლის ანთებაა – ბუასტი

შურიანები კვდებიან,მაგრამ შური-არასოდეს. – მოლიერი

თავმოყვარეობა თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი.საქმე ისაა ვინ რაში მოიხმარს მას, რისკენაა იგი მიმართული. – ვეისი

უმიზეზოდ თვითგანდიდება შეჰფერით მხოლოდ უგუნურთ. – პინდარე

თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია. – სოფოკლე

გულ-მშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა,ვინც ღირსი ყოფილა ხშირად ქებისა. – პლინუსი

უფრო ღირსეული იქნები ვიდრე ხარ, შენს ღირსებას რომ არ ახსენებდე. – შექსპირი

ჭეშმარიტი სიდიადისკენ ხშირად-ქედმაღლობაა დაბრკოლება. – უენლისი

ბრძენ კაცს ისე თავმდაბლურად უჭირავს თავი, თითქოს თვითონ კი არ ასწავლიდეს სხვას, არამედ სხვისგან სწავლობდეს. – ვეისი

ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას,რაც მისთვის სასურელია. – უილიუს კეისარი

კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს. – ჟან-ჟაკ რუსო

ბედნიერია, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ის,რაც სურს; უფრო ბედნიერია ის ვისაც ის სურს, რაც მისთვის ხელმისაწვდომია. – ვეისი

კარგი ხასიათი უნარია, რომ საკუთარ თავს გზაზე გადაუდგე, როცა შეგეძლო განზე გამდგარიყავი. – მუდი

მშვიდობა ყველაზე მოკლე მანძილია ორ ომს შორის. – შპალენგერი

უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი. – შილერი

პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია. – რენანი

ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც. – ჰიუგო

მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს,მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს რომ მას დაელოდოს. – რუსო

იყავ პირველი,როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი,როცა უნდა ილაპარაკო. – მორალი

ბევრის ლაპარაკი და ბევრის თქმა ერთი და იგივე არ არის. – სოფოკლე

ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს. – პასკალი

მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა. – ფლობერი

ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია. – დიუმა

ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას – დედის სიყვარული ქვია. –ზიადელი

თუ გსურს ბევრი დრო გქონდეს, ნურაფერს გააკეთებ. – ჩეხოვი

ბოროტმოქმედმა შეიძლება ხანდახან აირიდოს სასჯელი, მაგრამ მის შიშს კი ვერასდროს მოიცილებს. – სენეკა

რწმენა საბუთის გარეშე უყოყმანოდ დაჯერებაა. – ამიელი

პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს. – ბერნარდ შოუ

ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს-ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის. – ქეი-ქუასი

დამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია. – რაბლოე

ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ. – ფრანკლინი

უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები ვიდრე სხვისი. – დემოკრიტე

მჭერმეტყველებაა-თქვა სიმართლე და გაჩუმდე. – ლინკი

სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა. – მარგოლიუსი

ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი ძუნწი. – შამფორი

სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით. – გოეთე

მრწამსი ხშირად ყველაზე საშიში მტერია ჭეშმარიტებისა. – ნიცშე

სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ. – ნეტარი ავგუსტინე

სიამაყე თავისებური აბუჩად აგდებაა ყველასი გარდა საკუთარი თავისა. – თეოფრასტე

უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ. – ვოლტერი

2 Responses to “უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.”

  1. levani said

    ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია. – დიუმა

  2. nan said

    მე კიდე ლოლოები მკიდია… ეს კომპი გადამრევს…

დატოვე კომენტარი