Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

საჩუქრების მაღაზიაში ვიყიდე

Posted by tamuna2188 on იანვარი 8, 2011

1. ცოლი დგას სარკესთან და ქმარს ეკითხება:
– ძვირფასო, რა მოგწონს ჩემში უფრო მეტად? ჩემი ლამაზი სახე თუ მშვენიერი ტანი?
– შენი …
დაასრულეთ ქმრის ფრაზა ორი სიტყვით.

2. ანეკდოტის მიხედვით, მამაკაცი მაშინ კვდება, როდესაც მას გული უჩერდება. იმავე ანეკდოტით, როდის ითვლება გარდაცვლილად ქალი?

3. მანდილოსანი, რომელსაც საკუთარ ხმაზე დიდი წარმოდგენა აქვს, დირიჟორს ეკითხება:
– ბევრს უთქვამს, რომ ასეთი ხმით შემიძლია ოპერაშიც წავიდე. თქვენ რას ფიქრობთ?
– ცხადია შეგიძლიათ, თუკი …
დაასრულეთ დირიჟორის ფრაზა ორი სიტყვით.

4. წერილი ქმარს: “ნუ იდარდებ, შენი ცოლი ჩვენ გავიტაცეთ. ყველაფერი ნორმალურად იქნება, თუ მუხათგვერდის სასაფლაოზე 4000 დოლარს ამოიტან. იცოდე, პოლიციას არ შეატყობინო, თორემ …”
რითი დაემუქრნენ გამტაცებლები ქმარს?

5. ჭიჭიკიას ქალი მოეწონა, მაგრამ არშიყობის წესებზე აცრილი გახლდათ და პრიმიტიულად დაუწყო:
– ლამაზო, ასეთი მშვენიერი ფეხები, ტანი და მკერდი სად იშოვე?
– საჩუქრების მაღაზიაში ვიყიდე. – დაცინვით გამოხედა ქალმა.
– მერე, სახე … მოგცეს?
ჩასვით გამოტოვებული სიტყვა.

6. პატიმარი ციხიდან გაქცევის მცდელობისთვის დააკავეს. პოლიციელის შეკითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, მან მიზეზად ცოლის შერთვის სურვილი დაასახელა. სამართალდამცველმა გაიკვირვა: “რა უცნაური წარმოდგენა გქონიათ …”
რაზე?

2 Responses to “საჩუქრების მაღაზიაში ვიყიდე”

  1. lali said

    5. ჭიჭიკიას ქალი მოეწონა, მაგრამ არშიყობის წესებზე აცრილი გახლდათ და პრიმიტიულად დაუწყო:
    – ლამაზო, ასეთი მშვენიერი ფეხები, ტანი და მკერდი სად იშოვე?
    – საჩუქრების მაღაზიაში ვიყიდე. – დაცინვით გამოხედა ქალმა.
    – მერე, სახე … მოგცეს?
    ჩასვით გამოტოვებული სიტყვა.
    მერე სახე ხურდასი მოგცეს? 🙂 რა დაუნდობლები ხართ მამაკაცებო

  2. nan said

    2. ანეკდოტის მიხედვით, მამაკაცი მაშინ კვდება, როდესაც მას გული უჩერდება. იმავე ანეკდოტით, როდის ითვლება გარდაცვლილად ქალი? როცა ქმარს ხელფასი უჩერდება…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: