Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

განა ჩვეულებრივია ის მოვლენა, რომ ბანკირი საკუთარ ჯიბეში იყოფდეს ხელებს웃

Posted by tamuna2188 on იანვარი 20, 2011

❄ერთმა ნიუ–იორკელმა ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა თავის საფოსტო ყუთში თეატრის ორი ბილეთი აღმოაჩინა წარწერით: “გამოიცანით ვისგან არის?”. თეატრიდან დაბრუნებულებს მათ ბინა გაძარცვული დახვდათ. კარზე კი მიკრული იყო მეორე წარწერა: “ახლა კი უკვე ნამდვილად იცით, ვისგან”.♕♔

❄ ლევ ტოლსტოის ჟურნალისტები არ უყვარდა. ერთხელ ერთმა კორესპონდენტმა ინტერვიუ სთხოვა. “რად გინდათ?” – შეეკითხა მწერალი. “როგორ, რუსეთში ბოლო სულელიც კი ინტერესდება თქვენით!”

“–ამაში ახლა მე საკუთარი თვალითაც დავრწმუნდი” – მიუგო მწერალმა.

❄ერთ საზოგადოებაში მარკ ტვენი სახუმარო ამბებს ყვებოდა. ყველა გულიანად ხარხარებდა. მხოლოდ ერთი ბანკირი არ იზიარებდა ამ საერთო მხიარულებას. იგი წამოდგა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ქედმაღლურად განაცხადა: – ბატონებო, ნეტავ რა არის აქ არაჩვეულებრივი, ყოველი იუმორისტი გონებამახვილობს. ყველამ მარკ ტვენს შეხედა: -თქვენ მართალი ხართ. არსებობს ამაზე კიდევ უფრო უჩვეულო ამბები – მიუგო მწერალმა და დასძინა: განა ჩვეულებრივია ის მოვლენა, რომ ბანკირი საკუთარ ჯიბეში იყოფდეს ხელებს”.

❄ბრიუსელის გაზეთის რედაქციაში მოვიდა წერილი: “მე გავაშენე პატარა ბაღი, რომელიც დიდი სიამოვნებას მანიჭებს. სამწუხაროდ, ვერაფრით ვარჩევ სასარგებლო მცენარეს სარეველასგან. გთხოვთ დამეხმაროთ”. “ამოთხარეთ ყველა მცენარე თქვენს ბაღში და რომელიც ისევ ამოვა, ის იქნება სარეველა” – “ურჩია” რედაქციამ.

❄სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ქალაქ ლამპსაკს მიადგა. ქალაქის მაცხოვრებლები შეშინდნენ და მაკედონელს მამის მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს. ალექსანდრე მიხვდა, თუ რის სათხოვნელად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და შორიდანვე დაუძახა: ვფიცავ ღმერთებს, შენს თხოვანს არ შეავსრულებო. მაშინ ანაქსიმენემ ალექსანდრეს უთხრა: “მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!”. ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი გადარჩა.

❄ლუდოვიკო XI-ს კარის ასტროლოგმა ზუსტად იწინასწარმეტყველა მეფის ფავორიტი ქალის მოწამვლა. ლუდოვიკომ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ჯალათთან ერთად თავისთან მიიხმო და ირონიულად ჰკითხა: “ყველას სიკვდილს რომ წინასწარმეტყველებ, თავად შენ რამდენი დრო დაგრჩაო”. “მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო” – უპასუხა ასტროლოგმა და… გადარჩა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: