Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

რატომ რჩებიან თანამშრომლები კომპანიაში?

Posted by tamuna2188 on მაისი 9, 2012

საინტერესო სტატიას წავაწყდი ინტერნეტში და თქვენი აზრიც მაინტერესებს ამ საკითხის თაობაზე:

,,თანამშრომლები კომპანიაში მრავალი მიზეზის გამო ჩერდებიან. მათ შორის, უმუშევრობის შიშით, მიკუთვნების განცდით ან შეჩვევის გამო. მაგრამ რატომ ჩერდებიან საუკეთესო კადრები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ სამსახურის შეცვლა? მათ გააჩნიათ სულ სხვა მოტივაცია და განსხვავებული მიზეზები, რის გამოც არიან კმაყოფილნი და არც ფიქრობენ სხვა სამსახურის ძიებაზე. ყველა ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი კადრების შენარჩუნება, უნდა იცოდეს და ყურადღებას ამახვილებდეს მათი დარჩენის მთავარ მოტივატორებზე:

1. ისინი ამაყობენ ორგანიზაციით – ადამიანებს სურთ, იმუშაონ ორგანიზაციაში, რომელსაც კარგი რეპუტაცია, იმიჯი და სახელი გააჩნია, აქვს დალაგებული და გამართული შიდა მდგომარეობა და წარმატებულად მოღვაწეობს ბაზარზე.

2. პატივს სცემენ ხელმძღვანელს – თანამშრომლები რჩებიან ორგანიზაციაში, თუ ჰყავთ სამაგალითო, პატივსაცემი ხელმძღვანელი და მისგანაც გრძნობენ პატივისცემას და მსგავს დამოკიდებულებას. შესაბამისად, თითოეულ მენეჯერს გააჩნია საკმაოდ დიდი ძალაუფლება, შეინარჩუნოს თავისი უშუალო დაქვემდებარებულები ურთიერთობის განვითარებით.

3. სამართლიანი ანაზღაურება – თანამშრომლები რჩებიან ორგანიზაციაში, თუ აქვთ მათი უნარების, შედეგების და ძალისხმევის შესაბამისი ანაზღაურება. ეს გულისხმობს როგორც კონკურენტულ ხელფასსა და ბენეფიტებს, ისე სხვა სახის წახალისებებს, შრომის დაფასებასა და აღიარებას.

4. ისინი ვითარდებიან – საუკეთესო კადრები რჩებიან კომპანიებში, როცა ისინი მუდმივად ახალს სწავლობენ, იზრდებიან, ვითარდებიან და არა მხოლოდ საქმის კეთების ხარჯზე, არამედ იმითაც, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ცოდნის შეძენაზე.

5. გარშემომყოფები – ძალიან არსებითია თანამშრომლისათვის, თუ ორგანიზაციაში მუშაობენ პატივსაცემი, შესაფერისი და მსგავსი ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და პოზიტიურია.

6. შინაარსიანი სამუშაო – და ბოლოს, ადამიანებს სურთ, იმუშაონ კომპანიაში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ აკეთონ ის საქმე, რომელიც ახლოს არის მათ ინტერესებთან, ძალიან მოსწონთ და უყვართ.

შესაბამისად, ყველა ხელმძღვანელი უნდა ცდილობდეს ამ პუნქტების მიხედვით ორგანიზაციის შეფასებას და იმ მიმართულებების გაძლიერებას, სადაც მოიკოჭლებს. თუ ორგანიზაცია ამ პირობებს კარგად აკმაყოფილებს, იქ იმუშავებენ ყველაზე მოტივირებული, ეფექტიანი, კომპეტენტური კადრები. ეს პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის მიღწევებთან, შედეგებთან, კლიენტების კმაყოფილებასა და შემოსავლებთან”.

 http://insight.ge/?p=3012#more-3012

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: