Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

Archive for the ‘ანეგდოტები’ Category

ანეკდოტიები სვანებზე…

Posted by tamuna2188 on იანვარი 20, 2011

როგორ მოვიქცე პარაშუტი თუ არ გაიხსნა?_კითხულობს სვანი.
-ხელები მაგრად იქნიე ფრთებივით,_პასუხობს ინსტრუქტორი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ილუმინატორზე კაკუნია.
-მერე რა ვქნა?

სვანს სამსახურში იღებენ. სვანი ეკითხება:
-აქ სვანები მუშაობენ?
-არა,_უპასუხეს.
გავიდა დრო,სვანს ამოწმებენ. შევიდნენ ოთახში და სვანს ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი. ჰკითხეს:
-რატომ არ მუშაობ?
-თქვენ არ მითხარით,აქ სვანები არ მუშაობენო?_უპასუხა სვანმა.

სვანს ტუფლები უჭერს და ტკივილის გამაყუჩებელს დალევს

ტიტანიკში ვის როლს ითამაშებდი?
სვანი:
-აისბერგის!

სვანი თავის თავს ეჭიდავება და წააგებს

სვანი ფენს შარვალს, გადაუვარდება აივნიდან და იტყვის – კიდე კაი არ მეცვაო

სვანი ჯარიდან ჩამოვიდა, მხარზე ,,მუხა” ჰკიდია.
მამა ეკითხება:
ეგ რა არის?
ესა მამა ,, მუხაა”.
რას აკეთებს ეგ ,,მუხა”?
აი, ტუალეტს ხომ ხედავ, ეგა ვითომ ტანკია.
გაუქანებს მუხას და ააფეთქებს ტუალეტს.
გავა ხუთი წუთი, შვილი ეკითხება მამას:
მამა დედა სად არის?
ტანკში იჯდა შვილო.

სვანს მკითხავმა კარტი გაუშალა და ეუბნება:
-ერთი გოგო გყავს.
სვანი გაგიჟდა:
-შენ საიდან იცი?
-შენი შვილი 14 წლის რომ გახდება,თითში ეკალი შეერჭობა და მოკვდება!
სვანი მივიდა სახლში,შვილს მორზე დააწყობინა თითები და დააჭრა. ცოლმა უყვირა:
-ეს რა ქენი?
-რა ვქენი და სიკვდილს გადავარჩინე!

სვანი კამიკაძე ბავშვებს გაკვეთილს უხსნის: კარგად დააკვირდით ახლა…..ესაა ბომბი, ვიმაგრებ ტანზე, ვხსნი თავს…..კარგად დააკვირდით, თორემ ამას მეორედ ვეღარ გავიმეორებ!

სვანი სახესა და ტანზე მაზუთს ისვამს . -რას შობი ,ბიჭო? -ეკითხება მეორე. განცხადებაში ეწერა, შავი მუშები გვჭირდებაო.

სვანს პატრული აჩერებს. -საბუთები მაჩვენე. სვანი ქამარს იხსნის.-რას შვრები?! -გადაირია ინსპექტორი. -ბავშვობაში მამაჩემის ამხანაგები საბუთების ჩვენებას რომ მთხოვდნენ,ასე ვშვრებოდი და ფულს მჩუქნიდნენ…..

სვანი ზის და წამლებს ყლაპავს . . .
-ცუდად ხომ არ ხარ? ეკითხება მეზობელი
-არა, ხვალე ვადა გასდის და ხო არ გადავყრი

სვანი მამა უბარებს ანდერძს შვილებს :
-შვილებო რო მოვკვდები ზღვაში დამმარხეთ
მამა დაიღუპება. შვილები საფლავის ამოთხრისას დაიხრჩობიან

სვანი ზის სვანურ კოშკზე და აგურებს ყრის,
მეზობელი ეკითხება რას შვები კაცოო?
სვანი: მაცალე ტეტრისს ვთამაშობო.

სვანმა გოლი გაიტანა და განმეორებით ჩვენებაში ძელს გაარტყა.

სვანს მიასვენებენ და სურათი შემოტრიალებული მიაქვთ,
კითხავენ: რატომ?… – ძებნაშიაო.

სვანი ჯარიდან აგზავნის წერილს და ამანათს
-მამი ამ ყუთს რო გახსნი და შიგ რაც დევს, იმას რგოლს გამოაძრობ, ორი კვირით გამომიშვებენ.

სვანი მარაოს დაინიავებს და გაიყინება

მიდის კაცი გზაზე და რას ხედავს–სვანი გუბეში ჩაჯდება ამოვა ჩაჯდება ამოვა.კაცი ეკითხება:–რას აკეთებო.
–ჩოხასა ვრეცხავო,–უპასუხა სვანმა
–მერე სარეცხი მანქანა არა გაქვსო?
–მაქვს,მაგრამ შიგნით რომ ვჯდები თავბრუ მეხვევაო.

– ორი სვანი მგზავრობს ავტობუსით. ერთი ეკითხება მძღოლს:

– ეს ავტობუსი ვაგზლამდე ამიყვანს?

– არა! – მოუჭრა მძღოლმა.

– არც მე ამიყვანს? – იკითხა მეორე სვანმა.

სვანები რესტორანში შევლენ და დაინახავენ თეფშები ერთმანეთზე ორ-ორად ალაგია, მიიხედ მოიხედავენ და ერთმანეთს კალთაში ჩაუჯდებიან.

სვანს სატვირთო დაეჯახება და
სვანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალება

სვანმა გაღატაკების პირას მისულმა, ფულის საჭრელი მანქანა გაყიდა.

Posted in ანეგდოტები | 1 Comment »

 
%d bloggers like this: