Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

Archive for the ‘გამოცანები’ Category

საჩუქრების მაღაზიაში ვიყიდე

Posted by tamuna2188 on იანვარი 8, 2011

1. ცოლი დგას სარკესთან და ქმარს ეკითხება:
– ძვირფასო, რა მოგწონს ჩემში უფრო მეტად? ჩემი ლამაზი სახე თუ მშვენიერი ტანი?
– შენი …
დაასრულეთ ქმრის ფრაზა ორი სიტყვით.

2. ანეკდოტის მიხედვით, მამაკაცი მაშინ კვდება, როდესაც მას გული უჩერდება. იმავე ანეკდოტით, როდის ითვლება გარდაცვლილად ქალი?

3. მანდილოსანი, რომელსაც საკუთარ ხმაზე დიდი წარმოდგენა აქვს, დირიჟორს ეკითხება:
– ბევრს უთქვამს, რომ ასეთი ხმით შემიძლია ოპერაშიც წავიდე. თქვენ რას ფიქრობთ?
– ცხადია შეგიძლიათ, თუკი …
დაასრულეთ დირიჟორის ფრაზა ორი სიტყვით.

4. წერილი ქმარს: “ნუ იდარდებ, შენი ცოლი ჩვენ გავიტაცეთ. ყველაფერი ნორმალურად იქნება, თუ მუხათგვერდის სასაფლაოზე 4000 დოლარს ამოიტან. იცოდე, პოლიციას არ შეატყობინო, თორემ …”
რითი დაემუქრნენ გამტაცებლები ქმარს?

5. ჭიჭიკიას ქალი მოეწონა, მაგრამ არშიყობის წესებზე აცრილი გახლდათ და პრიმიტიულად დაუწყო:
– ლამაზო, ასეთი მშვენიერი ფეხები, ტანი და მკერდი სად იშოვე?
– საჩუქრების მაღაზიაში ვიყიდე. – დაცინვით გამოხედა ქალმა.
– მერე, სახე … მოგცეს?
ჩასვით გამოტოვებული სიტყვა.

6. პატიმარი ციხიდან გაქცევის მცდელობისთვის დააკავეს. პოლიციელის შეკითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, მან მიზეზად ცოლის შერთვის სურვილი დაასახელა. სამართალდამცველმა გაიკვირვა: “რა უცნაური წარმოდგენა გქონიათ …”
რაზე?

Posted in გამოცანები | 2 Comments »

როცა ამას აკეთებ, გგონია რაღაცას აკეთებ

Posted by tamuna2188 on იანვარი 8, 2011

1)სიმენონის აზრით: ” ამის გაკეთებას იწყებ რომ დაამტკიცო შენ ხარ მამაკაცი, შემდეგ ცდილობ გადაეჩვიო, რომ დაამტკიცო, შენ გაქვს დიდი ნებისყოფა”. ემერსონმა კი შენიშნა: “როცა ამას აკეთებ, გგონია რაღაცას აკეთებ მაშინ, როცა არაფერს აკეთებ”. რის შესახებ წერდნენ ამ სიტყვებს?

2)რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში არავის ახსოვს და არავინ იცის?

3)ჭერზე კიდია ადამიანი რომელმაც თავი ჩამოიხჩო. მაგრამ ოთახი ცარიელია, ერთადერთი ასხია ბევრი წყალი რაზე იდგა???

Posted in გამოცანები | 1 Comment »

ნეტა რას?

Posted by tamuna2188 on იანვარი 8, 2011

1)რას შეუძლია გააცოცხლოს მკვდრები, აატიროს ადამიანები და გაახალისოს ისინი??

2)მას აქვს კბილები, მაგრამ ჭამა არ შეუძლია. მას აქვს ცხვირი, მაგრამ სუნთქვა არ შეუძლია. მას აქვს თვალები, მაგრამ ვერ ხედავს. მას აქვს ყურები, მაგრამ არ ესმის. რა არის ის?

Posted in გამოცანები | 8 Comments »

მკაცრი ქმარი ;)

Posted by tamuna2188 on იანვარი 8, 2011

კაცი მოიყვანს ცოლს და ეტყვის ყველა ოთახში შეგიძლია შესვლა გარდა ერთისაო. მეორე დღეს კაცი წავა სანადიროდ და ცოლს დააინტერესებს და მაინც შევა, როდესაც შევა დაინახავს რაგაცას და გული წაუვა, კარგა ხანი ეგდება და რო გამოფხიზლდება კაცი უკვე სახლში ბრუნდება ალი შუქს ჩააქრობს ოთახიდან გამოვა ყველაფერს ისე დატოვებს როგორც მანამდე იყო, მარი როცა სახლში მივიდა პირდაპირ ამ ოთახში შევიდა ეგრევე მიხვდა რომ ქალი იყო იქ ნამყოფი და ცოლს მოკლავს (არადა ყველაერი ისე დატოვა ქალმა როგორც მანამდე იყო) კითხვა: როგორ მიხვდა კაცი? 🙂

Posted in გამოცანები | 5 Comments »

გამოცანა……..

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

1) სპარსული იგავის მიხედვით, არსებობენ სამი სახეობის მტრები. პირველი — უბრალოდ მტერი, მეორე — მეგობრის მტერი…
დაასახელეთ მტრის მესამე სახეობა.

2) არსებობს ერთი აფრიკული ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ადამიანი ცაში შეიქმნა.
ვინ ან რა დაეხმარა მას დედამიწაზე ჩამოსვლაში?

3) ერთი ინგლისური ხუმრობის მიხედვით ეს არის ადგილი, სადაც გაყრა ქორწინებას უსწრებს წინ. დაასახელეთ ეს ადგილი.

4) ცნობილი ხუმრობის თანახმად, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელსაც არ აქვს მარცხენა ხელი, მარცხენა ფეხი, მარცხენა თვალი და მარცხენა ყური? (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)

Posted in გამოცანები | 8 Comments »

ლენინი

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

1) წითელ ქუდა რძით სავსე კასრში ჩავარდა . რა დაემართებოდა წითელქუდას ?

2) რატომ ჯდება ყვავი წვიმიანი ამინდის შემდეგ ყოველთვის სველ ტოტზე ?

3) როდის იცავდა ლენინი მეფეს ?

4) შეიძლება თუ არა რომ კაცმა ცოლად მოიყვანოს თავისი ქვრივის და ?

5) კალათაში დევს 5 საღეჭი რეზინა , ბავშვმა ამოიგო 5_ივე საღეჭი რეზინა , რა დარჩა კალათაში ?

და ბოლოს , ლოგიკური არაა მარაა თუ გამოიცნობთ კაი იქნება 🙂

6) კონფუცი თვლიდა რომ თუ მას მსოფლიო გაიცნობდა ეს მისი წიგნების დამსახურება იქნებოდა, და თუ ისინი მასზე(კონფუციზე) ცუდათ იფიქრებდნენ ….. და კითხვა: რისი ბრალი იქნებოდა ?

 

 

Posted in გამოცანები | 4 Comments »

სად ცხოვრობს?

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

ეს ადამიანი ცხოვრობდა ახ.წ. IVს.-ში ბიზანტიაში და იყო კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი. მას სახელად კარლოსი ერქვა. ის ძალიან კეთილი და ხელგაშლილი ადამიანი იყო. მის ქველმოქმედებაზე ლეგენდები დადიოდა, სიკვდილის შემდეგ კი ის წმინდანად აღიარეს. ამ ადამიანს ყოველი ჩვენგანი იცნობს, თუმცა შეცვლილი სახელითა და საცხოვრებელი ადგილით. დღეს გავრცელებული აზრით, სად ცხოვრობს იგი ამჟამად?

Posted in გამოცანები | 2 Comments »

აბა გამოიცანით

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

შენ ხარ გემის მმართველი.ამ გემზე არის 40 კაცი, 60 ქალი,50 ბავშვი,26 მოხუცი და 46 მოზარდი. გემი არის სიგრძეში 25 მეტრი,სიგანეში კი 15 მეტრი,აქვს 3 სართული.არის თეთრი ფერის , ეტევა სულ 500 მდე ადამიანიი! გემი მიცურავს წყნარ ოკეანეში. მისი სიჩქარე კი 80კმ/სთ -ში და აქვს 10 პატარა ნავი საგანგებო მდგომარეობისთვის.

მაშ ასე კითხვა რამდენი წლისაა გემის კაპიტანი??

Posted in გამოცანები | 11 Comments »

 
%d bloggers like this: