Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

Archive for the ‘იცით თუ არა რომ…’ Category

ღორს არ შეუძლია ცაში ახედვა… რაში სჭირდება თორემ…….

Posted by tamuna2188 on იანვარი 20, 2011

1. 2000 ჯერ სახის შეჭმუხვნა 1 ნაოჭს აჩენს
2. სირაქლემას უკან სიარული არ შეუძლია
3. მადრიდი – ევროპის ერთადერთი დედაქალაქია, რომელიც არ არის მდინარეზე განლაგებული
4. კატას შეუძლია ასზე მეტი ვოკალური ბგერის გამოცემა, მაშინ როცა ძაღლს დაახლოებით ათის
5. მსოფლიოში მხოლოდ 13 დირიჟაბლია (9 ამ 13 დირიჟაბლიდან მდებარეობს აშშ ში)
6. ვიეტნამში ხურდა ფული არ აქვთ
7. 4000 წლის განმავლობაში არცერთი ახალი ცხოველი არ იქნა მოშინაურებული
8. ფორდის პირველ ავტომობილს ქონდა დოჯის ძრავა
9. კატას 32 კუნთი აქვს თითო ყურზე
10. სირაქლემის თვალი მის ტვინზე დიდია
11. ჩინურ ენაში – კრიზისის და შესაძლებლობის აღმნიშვნელი სიტყვები ერთიდაიგივეა
12. კატას არ შეუძლია ყბების გვერდული მოძრაობა
13. საშუალოდ ადამიანი 7 წუთში იძინებს
14. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მშობლები იყვნენ 8 და 9 წლის (ჩინეთში)
15. ლუი არმსტრონგი საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა
16. ღორს არ შეუძლია ცაში ახედვა
17. NBA ლოგოზე გამოსახული სიმბოლო არის ჯერი ვესთი
18. კრევეტს – გული თავში აქვს
19. ადამიანს საშუალოდ 1 წუთით შეუძლია სუნთქვის შეკავება (მსოფლიო რეკორდი სუნთქვის შეკავებაში არის 21 წუთი და 29 წამი და დევიდ მერლინის ეკუთნის)
20. ყველაზე მგრძნობიარე თითი – საჩვენებელი თითია

Posted in იცით თუ არა რომ... | 2 Comments »

ალიასკის დროშა 13 წლის ბიჭმა შექმნა.

Posted by tamuna2188 on იანვარი 20, 2011

>> შექსპირის შემოქმედებაში “ჰამლეტი” მოცულობით ყველაზე დიდი ნაწარმოებია. ის 4042 სტროფისგან შედგება და მასში 29 5551 სიტყვაა გამოყენებული.
>> “მიცუბიში” იაპონურად “სამ ბრილიანტს ნიშნავს”.
>> აზიური ჯიშის ქათმები შავი და ყვითელი ფერის კვერცხებს დებენ.
>> სიტყვა “ნაშა” ძველბერძნულად ცოლს ნიშნავს.
>> ესპანეთში ამბობენ, რომ გაუპატიურება მზერითაც შეიძლება და ამიტომ თვალებს “სასქესო ორგანოებსაც” კი უწოდებდნენ.
>> ეროტიული ლიტერატურის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც 25400 ტომისგან შედგება, ვატიკანში ინახება.
>> აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის სახელს ატარებს: 7 მთა, 8 მდინარე, 120 ქალაქი და დასახლებული პუნქტი.
>> მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული მდინარეა რაინი.
>> ნორმალური ადამინი 7 წუთში ახერხებს დაძინებას.
>> არწივი 22 სახელმწიფოს გერბზეა გამოსახული, ხოლო ლომი-29 – ზე.
>> ბაბილონის გოდოლის ასაგებად 85 მილიონი აგური გამოიყენეს.
>> პირველი კარუსელი 1766 წელის ზაფხულში, პეტერბურგში დაამონტაჟეს.
>> XX საუკუნეში, ფრანგები მილიონერებს “ტუზებს” ეძახდნენ.
>> ავსტრალიაში 57 000 000 კენგურუ ცხოვრობს.
>> იაპონია, აშშ-ის ტერიტორიის 3% -ს შეადგენს. ხოლო მთელი იაპონიის მიწა ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე მთელი ამერიკა.
>> ბეღურას კისერზე ორჯერ მეტი მალა აქვს, ვიდრე ჟირაფს;
>> სპილოს ერთი ეშვისაგან მზადდება კლავიშები 15 როიალისთვის;
>> დედამიწა ყველაზე სწრაფად აგვისტოში ბრუნავს, ყველაზე ნელა-მარტსა და აპრილში;
>> საფრანგეთის პრეზიდენტს შარლ დე გოლს 1944 წლიდან 1966 წლამდე 30-ჯერ დაესხნენ თავს,მაგრამ ყველა ჯერზე ტერორისტებს ხელი მოეცარათ;
>>თმის საშრობი ფენი 115 წლის წინ ფრანგმა ალექსანდრე გოფროუმ გამოიგონა.
>>ადამიანს თავზე თმა წლის განმავლობაში 15 სმ-ით ეზრდება.
>>ბეღურა საშუალოდ 30 გრამს იწონის. მისი სხეულის ტემპერატურა 44 გრადუსია. წუთში 1000 ჩასუნთქვას აკეთებს და მისი პულსი წუთში 860 დარტყმას აკეთებს.
>>დღე-ღამის განმავლობაში ფრჩხილი 0.33 სმ-იტ იზრდება.
>>თეთრი დათვები ცაციები არიან.
>>დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მინერალი კვარცია.
>>პერუს დედაქალაქი ლიმა ოკეანის ნაპირზეა გაშენებული. მიუხედავად ამისა, ქალაქში თითქმის არ წვიმს. ამიტომ ლიმელები არ ხმარობენ ქოლგას და მათ სახლებს არ აქვთ საწვიმარი მილი.
>>ბუნებრივად ქერათმიან მანდილოსნებს თავზე 140 000 თმის ღერი აქვთ; შავგვრემნებს – 110 000.
>>60 წლის ადამიანები 50% გემოს შეგრძნებას კარგავს.
>>როდენის “მოაზროვნე” იტალიელი პოეტის დანტეს პორტრეტია.
>>საფარაში ყოველწლიურად 160 000 მირაჟი ჩნდება.
>>ბალტიის ზღვას ადრე ქარვის ზღვა ერქვა, რადგანაც ეს მინერალი მრავლად მოიპოვებოდა მასში.
>>რაც უფრო ცუდ პირობებში იზრდება და ხარობს ყავა მიტ უფრო გემრიელია მისი ნაყოფი.
>>ალიასკის დროშა 13 წლის ბიჭმა შექმნა.
>>ადამიანის ტვინის 89% წყალია.
>>მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი იმდენ ნერწყვს გამოყოფს, რომ ორ დიდ აუზს გაავსებდა.
>>ვაშლის არაყს კალვადოსი ქვია.
>>ადამიანს ცხვირი მთელი სიცოცხლის მანძილზე ეზრდება

Posted in იცით თუ არა რომ... | Leave a Comment »

განა ჩვეულებრივია ის მოვლენა, რომ ბანკირი საკუთარ ჯიბეში იყოფდეს ხელებს웃

Posted by tamuna2188 on იანვარი 20, 2011

❄ერთმა ნიუ–იორკელმა ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა თავის საფოსტო ყუთში თეატრის ორი ბილეთი აღმოაჩინა წარწერით: “გამოიცანით ვისგან არის?”. თეატრიდან დაბრუნებულებს მათ ბინა გაძარცვული დახვდათ. კარზე კი მიკრული იყო მეორე წარწერა: “ახლა კი უკვე ნამდვილად იცით, ვისგან”.♕♔

❄ ლევ ტოლსტოის ჟურნალისტები არ უყვარდა. ერთხელ ერთმა კორესპონდენტმა ინტერვიუ სთხოვა. “რად გინდათ?” – შეეკითხა მწერალი. “როგორ, რუსეთში ბოლო სულელიც კი ინტერესდება თქვენით!”

“–ამაში ახლა მე საკუთარი თვალითაც დავრწმუნდი” – მიუგო მწერალმა.

❄ერთ საზოგადოებაში მარკ ტვენი სახუმარო ამბებს ყვებოდა. ყველა გულიანად ხარხარებდა. მხოლოდ ერთი ბანკირი არ იზიარებდა ამ საერთო მხიარულებას. იგი წამოდგა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ქედმაღლურად განაცხადა: – ბატონებო, ნეტავ რა არის აქ არაჩვეულებრივი, ყოველი იუმორისტი გონებამახვილობს. ყველამ მარკ ტვენს შეხედა: -თქვენ მართალი ხართ. არსებობს ამაზე კიდევ უფრო უჩვეულო ამბები – მიუგო მწერალმა და დასძინა: განა ჩვეულებრივია ის მოვლენა, რომ ბანკირი საკუთარ ჯიბეში იყოფდეს ხელებს”.

❄ბრიუსელის გაზეთის რედაქციაში მოვიდა წერილი: “მე გავაშენე პატარა ბაღი, რომელიც დიდი სიამოვნებას მანიჭებს. სამწუხაროდ, ვერაფრით ვარჩევ სასარგებლო მცენარეს სარეველასგან. გთხოვთ დამეხმაროთ”. “ამოთხარეთ ყველა მცენარე თქვენს ბაღში და რომელიც ისევ ამოვა, ის იქნება სარეველა” – “ურჩია” რედაქციამ.

❄სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ქალაქ ლამპსაკს მიადგა. ქალაქის მაცხოვრებლები შეშინდნენ და მაკედონელს მამის მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს. ალექსანდრე მიხვდა, თუ რის სათხოვნელად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და შორიდანვე დაუძახა: ვფიცავ ღმერთებს, შენს თხოვანს არ შეავსრულებო. მაშინ ანაქსიმენემ ალექსანდრეს უთხრა: “მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!”. ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი გადარჩა.

❄ლუდოვიკო XI-ს კარის ასტროლოგმა ზუსტად იწინასწარმეტყველა მეფის ფავორიტი ქალის მოწამვლა. ლუდოვიკომ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ჯალათთან ერთად თავისთან მიიხმო და ირონიულად ჰკითხა: “ყველას სიკვდილს რომ წინასწარმეტყველებ, თავად შენ რამდენი დრო დაგრჩაო”. “მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო” – უპასუხა ასტროლოგმა და… გადარჩა 🙂

Posted in იცით თუ არა რომ... | Leave a Comment »

საინტერესოა……

Posted by tamuna2188 on იანვარი 20, 2011

• ერთხელ მიქელანჯელო თავის ნაკლებად ნიჭიერ კოლეგას ესტუმრა. მასპინძელმა მას სახლი დაათვალიერებინა და უთხრა, რომ კედლების შეთეთრებას აპირებდა, რათა შემდგომში თავისი ხელით მოეხატა ისინი. “სჯობს ჯერ მოხატო და შემდეგ შეათეთრო” – “ურჩია” მიქელანჯელომ

•“არ მკითხოთ, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი, დანარჩენი მილიონები კი სუფთად მაქვს ნაშოვნი” – ამბობდა როკფელერი

•მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარებმა, ივანე ბაგრამიანის მთავარსარდლობით, გერმანელთა ფრონტი გაარღვიეს და ბალტიის ზღვაზე გავიდნენ. გამარჯვებულმა სარდალმა ამ ზღვის წყლით ბოთლი აავსო და სტალინს გაუგზავნა. სანამ ამანათი მოსკოვში ჩავიდა, ფაშისტებმა ბაგრამიანს უკან დაახევინეს. შიკრიკმა, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, სტალინს გზავნილი გადასცა და უთხრა: “ამხანაგო სტალინ, გენერალმა ბაგრამიანმა ბალტიის ზღვის წყალი გამოგიგზავნათ” “ამანათი ბაგრამიანს დაუბრუნეთ და გადაეცით, რომ წყალი ზუსტად იქ გადაღვაროს, სადაც ეგ ბოთლი აავსო” – უპასუხა სტალინმა.

•SOS სინამდვილეში SAVE OUR SOULS-ს სულაც არ ნიშნავს. უბრალოდ ასოთა ეს კომბინაცია თავის დროზე, მორზეს ანბანის საშუალებით (სამი წერტილი, სამი ტირე, სამი წერტილი) მარტივად გადაიცემოდა.

•ჩინეთის პირველ იმპერატორსა და დიდი კედლის ამგებ ჩინ შიხუანდს ჰყავდა 12140 ცოლი და ჰქონდა 10 000 ოთახიანი სასახლე, რომელშიც 27 წელი ისე იცხოვრა, რომ ერთსა და იმავე ოთახში ორჯერ არასოდეს დაუძინია.

•ერთხელ მარკიზმა დე შაროლემ გართობის მიზნით ადამიანი მოკლა. ამ ამბის გამო შემდგარ სასამართლოზე მეფე ლუდოვიკო XIV-მ მარკიზს უთხრა: “მე გპატიობთ თქვენ ამ მკვლელობას, მაგრამ შევიწყნარებ იმასაც, ვინც თქვენ მოგკლავთ“

•“დღეს გიჟებს ყველგან შეხვდები, საგიჟეთშიც კი” – ამბობდა ბერნარდ შოუ

•ვოლტერის მსახურმა, რომელიც წერა-კითხვის უცოდინარი იყო, თავის პატრონს სოფელში ნათესავებთან გასაგზავნი წერილის დაწერა სთხოვა. როდესაც წერას მორჩა, ვოლტერმა მსახურს წერილი ხმამაღლა წაუკითხა და ჰკითხა, კიდევ რამის დამატებას ხომ არ ისურვებდა.
“- მიაწერეთ რომ წერილის ავტორი თქვენ ბრძანდებით და რომ ამ სულელური სტილისთვის ბოდიში ვუხდიო” – უპასუხა მსახურმა

•ინგლისის მეფე, ჰენრი VIII-მ თავის მინისტრ თომას მორს უბრძანა, გამგზავრებულიყო პარიზში და საფრანგეთის მეფისათვის ნოტა პირადად წარედგინა. “თქვენო უდიდებულესობავ” – მიუგო მორმა – “თქვენც ხომ იცით, როგორი ფიცხია საფრანგეთის მეფე, ის მაშინვე თავს გამაგდებინებს“.
“- ნუ გეშინია, თუკი ის ამას ჩაიდენს, მე წამიერად გავცემ ბრძანებას ინგლისში მცხოვრებ ყველა ფრანგს თავი მოკვეთონ.” – “დაამშვიდა” მეფემ.
“- ძალიან გულმოწყალე ბრძანდებით, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ ვშიშობ, რომ არც ერთი ფრანგის თავი ჩემს მხრებს არ მოერგება ” – უპასუხა მორმა

•სპარტაში უცოლობა დანაშაულად ითვლებოდა. სპარტელები ხანშიშესულ უცოლო მამაკაცებს უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ და თეატრში ადგილსაც კი არ უთმობდნენ სიტყვებით: “ჯერ შენ ის არ გაგიჩენია, ვინც მომავალში მე უნდა დამითმოს ადგილიო“

•ინგლისში მეუღლეთა სექსი ადრე მხოლოდ მეფის ნებართვით იყო შესაძლებელი. მეფე ვნებააშლილ წყვილს აძლევდა აბრას, რომელზეც ეწერა: Fornication Under Consent of the King. (”მრუშობა მეფის ნებართვის ქვეშ”). სახლის კარზე ჩამოკიდული ეს აბრა კი კარს მიღმა მიმდინარე ქმედებების ლეგალურობაზე მეტყველებდა. აქედან მოდის ზმნა “FUCK”

•მაგიდის გადასაფარებლები თავდაპირველად იმისთვის იყო გამოგონილი, რომ სტუმრებს მასზე ხელები და პირი შეეწმინდათ

•ჟურნალ “strand magazine”-ს რედაქცია ერთ დღეს 20 ათასამდე წერილით გაივსო. “თქვენ მკვლელი ხართ” – წერდნენ არტურ კონან დოილს მკითხველები. დედამ კი მოსანახულებლად მისული შვილი სახლში არ შეუშვა. კონან დოილი უბრალოდ იძულებული გახდა, შერლოკ ჰოლმსი “გაეცოცხლებინა”

•“პიგმალიონის” პრემიერის შემდეგ აღფრთოვანებულმა დარბაზმა ტაშის ფონზე ავტორს მოუხმო. ბერნარდ შოუს გამოსვლის მომენტში მხურვალე ოვაციას ერთი სტვენა შეერია. შოუმ იარუსისკენ ხელი დაიქნია და მხიარულად შესძახა: “სავსებით გეთანხმებით, მეგობარო, მაგრამ მარტო მე და შენ აბა ამდენ ხალხთან რას გავხდებით?

•ერთმა არისტოკრატმა ცნობილ ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას, ირონიულად ჰკითხა: “თუ არ ვცდები, თქვენი შთამომავლობა სისხლის სიწმინდით არ გამოირჩევა. მამათქვენი გენერალი დიუმა, მულატი იყო არა?”
“-სრული ჭეშმარიტებაა.”
” – პაპათქვენი?”
” -ზანგი გახლდათ. ”
“-საერთოდ, თქვენი წინაპარი ვინ იყო?”
“- მაიმუნი” – მიუგო დიუმამ და დასძინა – “ჩემი შთამომავლობა იმით დაიწყო, რითაც თქვენმა თავისი განვითარება დაასრულა”

•პირველი მანქანის სახალხო ჩვენება ერთი საათით დაგვიანდა, რადგან საწარმოს კარი მანქანაზე უფრო ვიწრო აღმოჩნდა და ფორდი იძულებული გახდა კედელი საკუთარი ხელით ენგრია.

•ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა ფოლკნერს: “ბევრი ამტკიცებს, რომ თქვენი ნაწარმოებები გაუგებარია ორჯერ და სამჯერ წაკითხვის შემდეგაც კი, რას ურჩევდით მათ?” ”- მეოთხედაც წაიკითხონ” – უპასუხა ფოლკნერმა.

•“წარმოიდგინეთ, როგორი სიჩუმე იქნებოდა გარშემო, თუკი ადამიანები ილაპარაკებდნენ მხოლოდ იმაზე, რაც იციან“ – აღნიშნა ერთხელ კარლ ჩაპეკმა

Posted in იცით თუ არა რომ... | Leave a Comment »

ყველაზე დიდხანს ძილის მდგომარეობაში უჭმელად ძლებს ზღარბი – 235 დღეს. დათვი შიმშილობს 180 დღეს

Posted by tamuna2188 on იანვარი 3, 2011

* ყველაზე მძიმე ჯიშის ძაღლია სენბერნარი. მისი მაქსიმალური წონაა 111 კგ.

* ყველაზე დიდხანს ძილის მდგომარეობაში უჭმელად ძლებს ზღარბი – 235 დღეს. დათვი შიმშილობს 180 დღეს.

*ყველაზე გრძელი ენა ცხოველთა შორის აქვს ჭიანჭველაჭამიას. მისი ენის სიგრძე 60 სმ-ია

*ყველაზე ხმამაღლა მყვირალა ცხოველი ნიანგია. მისი ყვირილი თვით გამოცდილ მონადირეებსაც კი შიშის ზარს ჰგვრის. ძალიან მაღალი ხმით გამოირჩევა ბეჰემოტიც. მესამე ადგილზეა ცხოველთა მეფე – ლომი.

*ყველაზე დიდი მდინარის თევზი არის ლოქო, რომლის წონა 400 გკ-ს აღწევს

*ყველაზე დიდი ბაყაყი – გოლიოფია, რომელიც ბინადრობს აფრიკაში. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ-ია, წონა კი 3,5 კგ.

*ყველაზე დიდი ნიანგი – ნილოსის ნიანგია. მისი სიგრძე 9 მ -ია . იგი იწონის 500 კგ-ს

*ყველაზე დიდი ხვლიკი – კომოდური ვარანია. მისი სიგრძე 5მ-ია, ხოლო წონა 200გკ.

*ყველაზე ძლიერმოქმედი შხამი აქვს პაწაწინა ბაყაყს, რომელიც ცხოვრობს კოლუმბიაში. მის შხამს ვერცერთი გველის შხამი ვერ შეედრება. მისი საწინააღმდეგო შრატი არ არსებობს. ეს ცხოველი 2სმ-ია და იწონის 1 გრამს. მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია.

*ყველაზე მეწველი ძუძუმწოვარი ცხოველი ვეშაპია. ის ყოველდღიურად 400ლ რძეს იძლევა

*ყველაზე დიდი მწერები ბინადრობენ სამხრეთ აფრიკაში, კერძOდ ამაზონის ჯუგლებში. აქ მობინადრე ჭიანჭველის

სიგრძე 7სმ- ია, ხოლო მწვანე კალიისა 15სმ.

*ყველაზე დიდხანს ცოცხლობს კუ. ცნობილია, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე ჰყავთ კუ. რომელიც 1761 წელს აქ მოუყვანია ცნობილ მოგზაურ ჯეიმს კუკს.

*ყველაზე დიდი ნიჟარა აღმოაჩინეს იაპონიაში, კუნძულ იუფუს მებადურებმა, ნიჟარის სიგრძე იყო 1 მეტრი, ხოლო წონა – 290 კგ

*ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა მოხდა ჩინეთში 1921 წელს, ამ წყალდიდობამ 3,5 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

*ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ სტატისტიკური მონაცემებით 2890 მუზეუმია.

*ყველაზე ხანგრძლივი ორთაბრძოლა კრივში ჩატარდა ახალ ორლეანში 1892 წელს. მათ ჩაატარეს 110 რაუნდიანი ბრძოლა, რომელიც 7 საათსა და 20 წთ გრძელდებოდა.

*ყველაზე პატარა სახელწოდების ქალაქი მდებარეობს კორეაში, მას ჰქვია ,,უ”

Posted in იცით თუ არა რომ... | 1 Comment »

სპილო ერთადერთი ცხოველია რომელსაც ახტომა არ შეუძლია

Posted by tamuna2188 on იანვარი 3, 2011

* შენ რომ გაუთავებლად იყვირო 8 წელი და 7 თვე შენს მიერ დაგროვილი ხმის ენერგია საკმარისი იქნება 1 ჭიქა ჩაის მოსამზადებლად.
* თქვენ რომ შეუწყვეტლივ ათავისუფლებდეთ გაზებს ბუნებრივი გზით 6 წელი და 9 თვე თქვენს მიერ დაგროვილი ენერია ატომური ბომბის ენერგიის ტოლი იქნება
* ტარაკანი უთავოდ 9 დღეს გაძლებს სანამ მოკვდება
* სირაქლემას თვალები უფრო დიდი აქვს ვიდრე ტვინი
* სტომმატოლოგები ურჩევენ პაციენტს რომ თავისი კბილის ჯარგისი უნიტაზისგან 5 მეტრის მოშორებით შეინახონ, რომ ისინი არ დაბინძურდნენ მომწამლავი ჰაერით რომელიც ჩარეცხვის შემდეგ წარმოიქმნება
* ყოველწლიურად ვირებისგან უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე ავიაკატასტროფის დროს
* როცა გძინავს უფრო მეტ კალორიას მოიხმარ ვიდრე მაშინ როცა ტელევიზორს უყურებ
* ამერიკულმა ავიაკომპანიამ 1987ში დაზოგა 40.000$ იმით რომ მხოლოდ ერთი ზეითუნი მოაკლო სალათს
* სპილო ერთადერთი ცხოველია რომელსაც ახტომა არ შეუძლია
* მილიარდში მხოლოდ ერთი კაცი იცხოვრებს 115 წლამდე
* ელექტროსკამი სტომატოლოგმა გამოიგონა
* ლომს რომელიც არის MGMის ლოგო ერქვა Volney
* ტიტანიკის გაკეთებას დასჭირდა 7 მილიონი დოლარი მასზე ფილმის გადაღებას კი 200 მილიონი
* ყოველდღიურად დაახლოებით 200.000 შეყვარებულს აქვთ სექსი, 400.000 ბავშვი იბადება და 140.000 ადამიანი კვდება
* Colgate-მა თავიდან ვერ შეიტანა თავისი პროდუქცია ესპანურ ენოვან ქვეყნებში. Colgate-ი ესპანურად ნიშნავს ‘წადი თავი ჩამოიხრჩე’
* კურდღელს შეუძლია მის უკან დაინახოს ისა რომ თავი არ მიატრიალოს
* საშუალოდ ადამიანი დღეში 13ჯერ იცინის

Posted in იცით თუ არა რომ... | 3 Comments »

ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში არის… ღვიძლის ქანდაკება.

Posted by tamuna2188 on იანვარი 3, 2011

*შილერს არ შეეძლო რაიმეს შექმნა,თუ მაგიდაზე დამპალი ვაშლი არ ედო.
* ვაგნერი მუსიკალური ნაწარმოების დროს სკამებზე და სხვა ავეჯზე აბრეშუმის ნაჭრებს აფენდა,
* შარლოტა ბრონტე რომანის წერას თავს ანებებდა ხოლმე და კარტოფილის გასაფცქვნელად მიდიოდა.
* ანტი მატისს დახატვამდე ყოველთვის უჩნდებოდა ვინმეს დახრჩობის სურვილი.
* ინგლისელი მწერალი რიჩარდ ჰიუტონი ლიტერატული ნაშრომის შექმნაის დროს დანით თამაშობდა.მის ნაწარმოებებს შეეწირა რამდენიმე მაგიდა,სავარძელი,ცოლის კაბები.
* ედგარ პოს შეეძლო,საათობით მჯდარიყო მაგიდასთან და ცქირა ცარიელი ფურცლისთვის.ასევე იქცეოდა მარის მატერლინკი.
* ჯორკ სანდი რომანს დღეში 11 საათი წერდა.თუ ერთ რომანს ათ საათში და ოცდაათ წუთში დაამთავრებდა,იწყებდა ახლის წერას,რომლის დაწერასაც 30 წუთში ასწრებდა.
* ფრანგ მწერალ ლაფონტეს საათობით შეეძლო ქუჩაში ხეტიალი ისე,რომ გამვლელებისთვის არ შეეხედა.გამვლელები კი გაოცებულები იყვნენ მწერლის ქცევით,რომელიც ფეხებს აბაკუნებდა,საოცარ მიმიკებს იღებდა და ხანდახან რაღაცეებს ყვიროდა.
* დიუმა (მამა) მხოლოდ კვადრატულ ფურცლებზე წერდა.თუ ასეთი ფურცელი გაუთავდებოდა,წერას წყვეტდა.მისი შვილი კი საწერად არ დაჯდებოდა,თუ ხუთჯერ არ შეჭამდა.
* შუბერტი სანამ რაიმეს შექმნიდა,სავარცხელზე უკრავდა.
* იოჰან ბრამსი მუზის მოსაყვანად ფეხსაცმელებს აპრიალებდა.
* იოჰან გეტე ჰერმეტულად დაცულ ოთახში მუშაობდა,რომელშიც არსაიდან არ შედიოდა ჰაერი
* ცნობილი ფაქტია:ნიუტონმა კვერცხი მოხარშვა მოინდომა,აიღო საათი,გაასწორა და რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა,რომ ცხელ წყალში საათს ხარშავდა.როცა რაიმე ნაშრომს წერდა,მეცნიერს ავიწყდებოდა ჩაცმა და ჭამა.
* ალბერტ აინშტაინმა თავის მეგობარს უთხრა:”მობრძანდით ჩემთან დღეს საღამოს,პროფესორი სტიმსონიც იქნება”.”კი მაგრამ,მე ვარ სტიმსონი”,-გაოგნდა მეგობარი.”ამას არ არქვს მნიშვნელობა,მაინც მობრძანდით”,-ასეთი იყო აინშტაინის პასუხი.

* თოლიები მარილიან წყალს სვამენ, რადგან მათ ორგანიზმს შეუძლია მარილის გაფილტვრა.

* “მონოლოგია” – ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის “სისულელეს”.

* თინუსს (ერთგვარი თევზი) შეუძლია დღეში 16 კმ გაცუროს.

* თორმეტი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიდან უფრო კაშკაშა – კაპელა – მათგან ჩრდილოეთით მდებარეობს.

* ძველ საბერძნეთში, ჩვეულებრივ, მიღებული იყო ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება ქუჩაში… სრულიად შიშვლად.

* ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში არის… ღვიძლის ქანდაკება.

* ამერიკის პრეზიდენტი ამავე დროს ვაშინგტონის მერიცაა.

* ჯონ პოლ გეტის (1892-1976), მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, სახლში ფასიანი ტელეფონი ჰქონდა.

* დონ კიხოტის ნამდვილი სახელი – ალოსნო კეხადაა.

* ჩინურ დამწერლობაში იეროგლიფი, რომელიც აღნიშნავს სიძნელეს, უსიამოვნებას, გამოისახება როგორც ორი ქალი – ერთ ჭერქვეშ.

* ამერიკელმა მხატვარმა ჩარლზ ვილსონ პილმა თავისი შვილების (17) უმრავლესობას, სახელები ცნობილი მხატვრების პატივსაცემად დაარქვა, მათ შორის: ტიციანი, რემბრანდტი, რუბენსი, რაფაელი…

* დედამიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან მხოლოდ პიგმეები და ანდამანის კუნძულების მობინადარნი არ იყენებენ ცეცხლს.

* გამოჩენილი მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, ინჟინერი ლეონარდო და ვინჩი იყო პირველი, რომელმაც დააკავშირა გადაჭრილ ხეზე რგოლების რაოდენობა მის ასაკთან. მანვე აღნიშნა, რომ რგოლთა შორის მანძილი აჩვენებს, რამდენად წვიმიანი იყო იმ წელიწადს ზაფხული.

* ქუდი “პანამა” პირველად ეკვადორში გამოჩნდა და არა პანამაში.

* “ღორების საკვებად უფრო გამოდგება, ვიდრე ადამიანის საჭმელად”, – ამბობდა შოკოლადის შესახებ XVI საუკუნის ფლამანდრიელი ნატურალისტი კარლ კლოზი.

* ნახშირბადი იძლევა უფრო მეტ ნაერთს, ვიდრე ყველა დანარჩენი ქიმიური ელემენტი ერთად.

* ცნობილი მსახიობი და რეჟისორი დენი დევიტო სკოლის დამთავრების შემდეგ თავისი დის საპარიკმახერო სალონში მუშაობდა და ცნობილი იყო, როგორც “მისტერ დენი”.

* ამერიკაში საავტომობილო მარშრუტების უმეტესობა 5 მილს (8 კმ) შეადგენს

Posted in იცით თუ არა რომ... | Leave a Comment »

ქართულად წერა–კითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა

Posted by tamuna2188 on იანვარი 3, 2011

 



 

 

1. ცელის ერთი მოსმით მოთიბულ ბალახს ნაფთევი ჰქვია

 

2. პუდელის ჯიშის ძაღლებს ძველად იხვებზე სანადიროდ იყენებდნენ

 

3. ჟაკლინ კენედის ქალიშვილობის გვარი არის ბუვიე

 

4. ფრანგ ჟანდარმებს მეტსახელად პინგვინებს ეძახიან

 

5. ჰოლივუდის ვარსკვლავმა კეტრინ ჰეპბერნმა კარიერაში (Katherine Hepburn; 1907-2003) 4 ოსკარი მოიპოვა, აქედან სამი 60 წელს გადაცილებულმა

6. არქიტექტორთა დაგეგმარებით ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიას, რომელიც ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს, თვითმფრინავის ფორმა აქვს

 

7. ქართულად წერაკითხვა ილია ჭავჭავაძეს სოფლის დიაკვანმა ასწავლა

 

8. ბიბლიური პერსონაჟები წვერს მხოლოდ გლოვის ნიშნად იპარსავდნენ

 

9. აბჯრის ქვეშ ჩასაცმელ დაბამბულ პერანგს ხიფთანი ჰქვია

 

10. თამაშს, რომლის დროსაც წინასწარ მოცემულ რითმებზე ლექსებს წერენ და ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ბურიმე ეწოდება

 

11. ბრიტანელი მოსამართლეებისათვის პარიკებს დღესაც ცხენის ძუისგან ამზადებენ

 

12. XIX საუკუნეში ჰომოსექსუალისტებს მწვანეებს ეძახდნენ

Posted in იცით თუ არა რომ... | 1 Comment »

თაფლის ადვილი მონელების მიზეზი ის არის, რომ ის უკვე მონელებულია ფუტკრის მიერ

Posted by tamuna2188 on ივნისი 27, 2010

1. კევის ღეჭვა ხახვის გაფცქვნის პარალელურად, თავიდან აგაცილებთ არასასურველ ცრემლებს.
2. The Mercedes-Benz განმარტება არის “Das Beste oder Nichts” – რაც ნიშნავს: “ან საუკეთესო, ან არაფერი.”
3. ტიტანიკი იყო პირველი გემი, რომელმაც გამოიყენა SOS შეტყობინება.
4. SOS შეტყობინება ნიშნავს “Save Our Souls” – რაც ნიშნავს: “გადაარჩინეთ ჩვენი სულები”
5. საშუალო ასაკის ადამინმა თუ დაანება მოწევას თავი, დაჭირდება 1 საათით ნაკლები ძილი ღამით.
6. სიცილი ხელს უშლის სტრესული ჰორმონების გამოყოფას და აუმჯობესებს იმუტეტს. 6 წლის ბავშვები, იციანიან საშუალოდ 300-ჯერ დღეში. უფროსები კი 15-100-ჯერ.
7. ზღვის ნიჟარის ყურზე მიდებით არ გეგონოთ, რომ ზღვის ხმა გესმით, არა, ეს მხოლოდ თქვენს ყურში მოძრავი სისხლის ხმაა.
8. დალმატინები (ძაღლის ჯიში) იბადებიან ხალების გარეშე.
9. ღამურები ყოველთვის მარცხნივ მიდიან, როდესაც გამოდიან საბუდარიდან.
10. თუ დაკვირვებიხართ, მამაკაცის პერანგს მარჯვნივ აქვს ღილები, ქალისას კი მარცხნივ.
11. თაფლის ადვილი მონელების მიზეზი ის არის, რომ ის უკვე მონელებულია ფუტკრის მიერ.
12. ლურჯი ფერი ქმნის დამამშვიდებელ ეფექტს. ის აიძულებს ტვინს გამოყოს დამამშვიდებელი ჰორმონები. (ამის გამოა ჩვენი დიზაინი გაფორმებული ლურჯ ფერებში!)
13. ყოველთვის როცა აცემინებთ, თქვენი ტვინის რამდენიმე ასეული უჯრედი კვდება!
14. თქვენი მარცხენა ფილტვი უფრო პატარაა ვიდრე მარჯვენა იმის გამო, რომ გულს მეტი ადგილი შეხვდენოდა!
15. როდესაც ჰიპოპოტამები ბრაზდებიან, მათი ოფლი ხდება წითელი ფერის!
16. პირველი ჰარლი დევიდსონის (Harley Davidson) მოტოციკლეტი შეიქმნა 1903 წელს და იყენებდა ტომატის ბანკას კარბურატორის მაგივრად
17. MGM-ის ლოგოში ლომი, რომ ღრიალებს, სახელად ქვია ვოლნეი (Volney).
18. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ტიტანიკის აშენებას დაჭირდა 7 მილიონი დოლარი და მასზე ფილმის გადაღებას 200 მილიონი!!!
19. ეიფელის კოშკის ბოლომდე ასასვლელად დაგჭირდებათ 1,792 ნაბიჯი.
20. ადამიანის ძვლები და თმა აგრძელებს ზრდას მისი პატრონის სიკვდილის შემდეგაც!
21. უმეტესი ფეხბურთელები 1 თამაშის განმავლობაში დარბიან საშუალოდ 8 კილომეტრს. (გარდა საქართველოს ნაკრებისა!)
22. ყოველ დღე დაახლოებით 200 მილიონი წყვილი არის დაკავებული სექსით, 400,000 ბავშვი იბადება და 140,000 ადამიანი კვდება
23. ქოლგეითს ქონდა დიდი პრობლემა კბილის პასტის გაყიდვასთან დაკავშირებით ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებში, რადგან ესპანურად ქოლგეითი ნიშნავს :წადი და ჩამოკარი შენთვითონ.
24. მხოლოდ 2 ცხოველია ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთიყუში!
25. 3 ბრძენი მაიმუნის სახელი იცით? ესენი არიან: 1. მიზარუ (რომელიც ვერ ხედავს ბოროტებას), მიკაზარუ (არ ესმის ბოროტება), და მაზარუ (არ ლაპარაკობს ბოროტებას)!
26. გერმანული ნაგაზები კბენენ ადამიანებს ყველაზე მეტად, სხვა ჯიშებისგან განსხვავებით.
27. კენგურუ 1 ნახტომით ფარავს დაახლოებით 9.20 მეტრს!!!
28. გულის შეკუმშვისას გამოყოფილი წნევა, საკმარისია იმისთვის, რომ სისხლი გაისროლოს 10 მეტრზე!!!

Posted in იცით თუ არა რომ... | Leave a Comment »

 
%d bloggers like this: