Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

Archive for the ‘კარიერა’ Category

ჯანსაღი გუნდის სამი მთავარი პრინციპი

Posted by tamuna2188 on მაისი 9, 2012

ნებისმიერი გუნდის სტაბილურ პროდუქტიულობას გუნდში არსებული ჯანსაღი სიტუაცია მნიშვნელოვნად განაპირობებს. ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ხელმძღვანელების და ორგანიზაციის მიმართ ხშირ შემთხვევაში მათ მოტივაციაზე, საქმისადმი და მომხმარებლებისადმი ყოველდღიურ დამოკიდებულებაზე დიდ გავლენას ახდენს. იმისათვის, რომ გუნდში ჯანსაღი მდგომარეობა შევინარჩუნოთ სამი მთავარი პრინციპის პატიოსნების, სამართლიანობის და ურთიერთპატივისცემის დაცვა და მუდმივი განმტკიცებაა საჭირო.

ამ სამი პრინციპის დამკვიდრებას გუნდის ლიდერის მხრიდან მათი აღიარება, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაცვა და სხვებში იგივე პრინციპების პოპულარიზაცია განაპირობებს. თუ ლიდერი ამბობს ტყუილს, იღებს არასამართლიან გადაწყვეტილებებს და გუნდის თუნდაც ყველაზე სუსტი ან უარყოფითი წევრის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, იქ ეს პრინციპები არასოდეს დამკვიდრდება და შესაბამისად ჯანსაღი გუნდიც ვერ ჩამოყალიბდება.

იქ, სადაც ამ სამი პრინციპიდან რომელიმეს იგნორირება ხდება გუნდმა შესაძლოა რაღაც მომენტში წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

გუნდის წევრებს შორის და პირველ რიგში ლიდერსა და გუნდის წევრებს შორის ურთიერთნდობა გუნდში ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბების ამოსავალი წერტილია. პატიოსნება, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ნდობა როგორც საძირკველს ისე ეფუძნება, სწორედ ამიტომ არის ყველაზე კრიტიკული პრინციპი გუნდის ძლიერებისათვის.

იქ, სადაც გრძელვადიან პერიოდში არაფერი არ იმალება, დიდი და პატარა ტყუილი არ არსებობს. სულ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, უბოროტო, უწყინარმა ტყუილმაც კი შესაძლოა ურთიერთნდობა შეარყიოს. ნდობა, რომლის აშენებასაც ძალიან ბევრი ძალისხმევა სჭირდება ერთი მცირე ტყუილით შეიძლება ქვიშის სასახლესავით დაიშალოს. მახსოვს ერთ-ერთ თათბირზე ერთმა ხელმძღვანელმა ყველას გასაგონად ტელეფონში როგორ უთხრა ერთ-ერთ კლიენტს – აი ამ წუთას აქ ვარ ზუსტად შენ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის კაბინეტის კარებს ვაღებო. შეხვედრას საკმაოდ ბევრი ხალხი ესწრებოდა, ყველას გადმოგვხედა, თვალი ჩაგვიკრა და ტელეფონი რომ გათიშა გულიანადაც გავიცინეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ მომენტიდან იმ თათბირზე ყველა დამსწრისათვის როგორ დაკარგა ფასი ამ ხელმძღვანელის მიერ ტელეფონში (და არამარტო) იქამდე და იმის შემდეგ ნათქვამმა ნებისმიერმა ფრაზამ.

ინფორმაციის, მათ შორის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა, დაფარვა, სხვადასხვა მიზნებით დამახინჯება უპატიოსნობის ერთ-ერთი გამოვლინებაა ასევე. იქ, სადაც ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ რაც ნაკლები ეცოდინებათ თანამშრომლებს, მით ნაკლები პრობლემა ექნებათ მართვაში, სინამდვილეში ხშირად ზუსტად საპირისპიროდ ხდება. ადამიანები გასაგებს მაინც იგებენ, მაგრამ ამას არაფორმალური არხებით, ჭორების გავრცელების შედეგად ახერხებენ, რაც, როგორც წესი, ინფორმაციას ამახინჯებს, აგვიანებს და ხელმძღვანელების მიმართ ნდობასაც კიდევ უფრო ამცირებს. რაც საბოლოო ჯამში ბევრად უფრო ძვირი უჯდება ნებისმიერ გუნდს. მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაცია პატიოსნების პრინციპის დამკვიდრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთის სიტყვას არ ენდობიან, სადაც რაღაცა რომ დაგიჯერონ ბევრი ფიცი და პირობების დადება გჭირდება, სადაც სხვისი ნათქვამის ფასიც არაფერია და შენთვის საგულისხმო გარემოებას არ წარმოადგენს, იქ არ შეიძლება რომ ყოველდღიურად რამე ღირებული იქმნებოდეს, ვითარდებოდეს და სტაბილურ წარმატებას ედებოდეს სათავე.

სამართლიანობის პრინციპი მეორე ბურჯია, რომელსაც ასევე დიდწილად ეფუძნება გუნდში არსებული სიტუაცია. გუნდის წევრების ყოველდღიური მოქმედებები, მათ მიერ გაწეული ძალისხმევა, მონდომება, რომლითაც ისინი საქმეს აკეთებენ დიდწილად ეფუძნება იმის რწმენას, რომ მათი ხელმძღვანელები მათ მიმართ ხვალ სამართლიან შეფასებებს გააკეთებენ და სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

თუ ხელმძღვანელი თავის შეფასებაში ობიექტური არ არის, გადაწყვეტილებებს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ იღებს, მიკერძოებულია, ყველას განსხვავებული პრინციპებით და მიდგომებით განსჯის, პირადი სიმპათიებით და სიტუაციიდან გამომდინარე აფასებს ადამიანებს და იღებს მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, არაფრად დაგიდევთ იმას, თუ თუნდაც მის გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებთან რა შესაბამისობაშია დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, გამოდის თუ არა ისინი იმავე პრინციპებიდან, რომელსაც გუშინ ეფუძნებოდა, მაშინ ადამიანებს ეჭვი უჩნდებათ, თუ რამდენად სამართლიანი იქნება ხელმძღვანელის ხვალინდელი განსჯა, ხვალინდელი შეფასებები, რაც ძირეულად ცვლის მათ ყოველდღიურ ქცევას.

იმისათვის, რომ სამართლიანობა, როგორც ძლიერი პრინციპი დამკვიდრდეს ყველაზე მნიშვნელოვანია ხელმძღვანელი თანამშრომლების მიმართ გაკეთებულ შეფასებებში, მათ მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებში, ყველასთვის ერთი და იმავე პრინციპებს ეყრდნობოდეს და სტაბილურად ინარჩუნებდეს ამ ამოსავალ პრინციპებს, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. ასე თუ ისე, ქცევა ყველაზე უკეთ უქმნის გუნდის წევრებს ხვალინდელი დღის ცხად მოლოდინს. თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ დამკვიდრებული, აღიარებული პრინციპების დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ყველა დანარჩენ ადამიანში ამ ხელმძღვანელის მხრიდან ხვალ მიღებული გადაწყვეტილებების და გაკეთებული შეფასებების მოლოდინი რადიკალურად შეცვალოს.

სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრების მცდელობისას ერთ-ერთი დიდი საფრთხეა, როდესაც ხელმძღვანელი საკუთარი სამართლიანი განსჯის იმედად იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთ დროს, ის, რაც მას შესაძლოა სამართლიანად ეჩვენება შესაძლოა გუნდის დანარჩენი წევრების უმრავლესობისათვის საერთოდ არ გამოიყურება ასე. სწორედ ამიტომ, რაც უფრო ნაკლებად იქნება მხოლოდ პირადი სამართლიანი განსჯის იმედად ხელმძღვანელი და რაც უფრო მეტად ეცდება შეფასებებიც გამჭვირვალედ, სხვებთან განხილვების შედეგად გააკეთოს და თანამშრომლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც გუნდის წევრებთან ღია მსჯელობების შედეგად მიიღოს, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები და გაკეთებული შეფასებებიც სამართლიანი იქნება და რომ სამართლიანობა როგორც ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი ფეხს მოიკიდებს გუნდში.

იქ, სადაც ადამიანებს ეშინიათ არ დასცინონ მათ შეცდომებზე, მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, გამოთქმულ მოსაზრებებზე და იდეებზე, მათ შედეგებზე, გუნდის წევრების მხრიდან არაადექვატური მსჯელობა და საუბრები არ გამოიწვიონ, იქ ადამიანები ნაკლებად ინიციატივიანები არიან, ნაკლებად აქტიურობენ და ცდილობენ სხვებისგან არ გამოირჩნენ, სხვებივით მოიქცნენ და არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული არ გააკეთონ. სწორედ ამიტომ ურთიერთპატივისცემა მესამე მნიშვნელოვანი საყრდენია, რომელსაც ჯანსაღი გუნდი ეფუძნება. უპატივცემულობის თუნდაც უმნიშვნელო გამოხატვას, პირად საუბრებში ერთმანეთის დაცინვას, ქილიკს, ირონიას სხვების საქმიანობაზე, ჩაცმულობაზე, ქცევაზე ფრთხილი კომენტარების კეთებასაც კი აუცილებლად მოჰყვება გუნდის წევრებს შორის ურთიერთპატივისცემის კიდევ უფრო შემცირება. ადამიანები ასეთ დროს უფრო ჩაკეტილები და ნაკლებად შემოქმედებითები, ნაკლებად აქტიურები და პროდუქტიულები ხდებიან. სწორედ ამიტომ, შესაძლოა არ დავაძალოთ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და საკუთარ ინტერესებზე მაღლა გუნდის სხვა წევრების ინტერესებს აყენებდნენ, მაგრამ ყველაზე მცირე, რაც გუნდის ნებისმიერი წევრისაგან ძალიან კატეგორიულად შეგვიძლია მოვითხოვოთ ურთიერთპატივისცემაა, ყოველდღიურ ურთიერთობებში ერთმანეთის ინეტერესებისთვის ანგარიშის გაწევა და მაქსიმალური გათვალისწინება.

არაფერმა ისე შეიძლება არ დააზიანოს ურთიერთობები გუნდის წევრებს შორის, როგორც ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ გამოხატულმა თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარმა ხუმრობამ, რომელშიც ცხადად იგრძნობა კოლეგის მიმართ უპატივცემულობა და რომელსაც ხელმძღვანელის მხრიდან სათანადო რეაქცია არ მოჰყვება. თუ ადამიანებს მივცემთ საშუალებას გამოხატონ თუნდაც უმნიშვნელო ანტიპათია ერთმანეთის მიმართ, საკუთარი უარყოფითი ურთიერთდამოკიდებულებები გამოავლინონ, ამით მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ ეს დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ კიდევ უფრო გაუარესდება და გუნდის საერთო მდგომარეობასაც მნიშვნელოვნად დააზიანებს.

სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გზა ურთიერთპატივისცემის პრინციპის დამკვიდრებისათვის უპატივცემულობის თუნდაც სულ მცირე ფორმით გამოხატვასთან დისციპლინირებული ბრძოლაა. თუ ხელმძღვანელები არ ეცდებიან ფხიზლად იყვნენ ყველა ასეთი გამოვლინების მიმართ და ყველა მონაწილისაგან პრინციპულად მოითხოვონ მოთოკონ საკუთარი ანტიპათია და არ გამოხატონ ისეთი პირადი დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, რომელსაც გუნდის სხვა წევრების პიროვნული შეურაცხყოფა შეუძლია, პრინციპიც ვერ დამკვიდრდება და ადამიანებიც ბევრად უფრო შებოჭილები და ერთმანეთის მიმართ აგრესიულები იქნებიან.

Posted in კარიერა | Leave a Comment »

რატომ რჩებიან თანამშრომლები კომპანიაში?

Posted by tamuna2188 on მაისი 9, 2012

საინტერესო სტატიას წავაწყდი ინტერნეტში და თქვენი აზრიც მაინტერესებს ამ საკითხის თაობაზე:

,,თანამშრომლები კომპანიაში მრავალი მიზეზის გამო ჩერდებიან. მათ შორის, უმუშევრობის შიშით, მიკუთვნების განცდით ან შეჩვევის გამო. მაგრამ რატომ ჩერდებიან საუკეთესო კადრები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ სამსახურის შეცვლა? მათ გააჩნიათ სულ სხვა მოტივაცია და განსხვავებული მიზეზები, რის გამოც არიან კმაყოფილნი და არც ფიქრობენ სხვა სამსახურის ძიებაზე. ყველა ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი კადრების შენარჩუნება, უნდა იცოდეს და ყურადღებას ამახვილებდეს მათი დარჩენის მთავარ მოტივატორებზე:

1. ისინი ამაყობენ ორგანიზაციით – ადამიანებს სურთ, იმუშაონ ორგანიზაციაში, რომელსაც კარგი რეპუტაცია, იმიჯი და სახელი გააჩნია, აქვს დალაგებული და გამართული შიდა მდგომარეობა და წარმატებულად მოღვაწეობს ბაზარზე.

2. პატივს სცემენ ხელმძღვანელს – თანამშრომლები რჩებიან ორგანიზაციაში, თუ ჰყავთ სამაგალითო, პატივსაცემი ხელმძღვანელი და მისგანაც გრძნობენ პატივისცემას და მსგავს დამოკიდებულებას. შესაბამისად, თითოეულ მენეჯერს გააჩნია საკმაოდ დიდი ძალაუფლება, შეინარჩუნოს თავისი უშუალო დაქვემდებარებულები ურთიერთობის განვითარებით.

3. სამართლიანი ანაზღაურება – თანამშრომლები რჩებიან ორგანიზაციაში, თუ აქვთ მათი უნარების, შედეგების და ძალისხმევის შესაბამისი ანაზღაურება. ეს გულისხმობს როგორც კონკურენტულ ხელფასსა და ბენეფიტებს, ისე სხვა სახის წახალისებებს, შრომის დაფასებასა და აღიარებას.

4. ისინი ვითარდებიან – საუკეთესო კადრები რჩებიან კომპანიებში, როცა ისინი მუდმივად ახალს სწავლობენ, იზრდებიან, ვითარდებიან და არა მხოლოდ საქმის კეთების ხარჯზე, არამედ იმითაც, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ცოდნის შეძენაზე.

5. გარშემომყოფები – ძალიან არსებითია თანამშრომლისათვის, თუ ორგანიზაციაში მუშაობენ პატივსაცემი, შესაფერისი და მსგავსი ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და პოზიტიურია.

6. შინაარსიანი სამუშაო – და ბოლოს, ადამიანებს სურთ, იმუშაონ კომპანიაში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ აკეთონ ის საქმე, რომელიც ახლოს არის მათ ინტერესებთან, ძალიან მოსწონთ და უყვართ.

შესაბამისად, ყველა ხელმძღვანელი უნდა ცდილობდეს ამ პუნქტების მიხედვით ორგანიზაციის შეფასებას და იმ მიმართულებების გაძლიერებას, სადაც მოიკოჭლებს. თუ ორგანიზაცია ამ პირობებს კარგად აკმაყოფილებს, იქ იმუშავებენ ყველაზე მოტივირებული, ეფექტიანი, კომპეტენტური კადრები. ეს პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის მიღწევებთან, შედეგებთან, კლიენტების კმაყოფილებასა და შემოსავლებთან”.

 http://insight.ge/?p=3012#more-3012

Posted in კარიერა | Leave a Comment »

ერთ საიტზე შევედი და საინტერესო რაგაცეებს წავაწყდი… იმედია არ ეწყინება ამ საიტის მფლობელს

Posted by tamuna2188 on იანვარი 8, 2011

ეს არ არის ჩემი დაწერილი უბრალოდ ჩემი საიტის სტუმრებს მინდა გავაცნოო და იმედია ამ სტატიის დამწერს არ ეწყინება

ჩემი სამსახურიდან გამომდინარე,ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა,ხდება ხოლმე, რომ მიწევს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ან ტრენინგების ჩატარება.განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო აუდიტორიასთან მუშაობის ნიუანსები,რადგან აუდიტორის დაინტერესება ყველაზე ძნელია,და სასურველია ზოგადი ტექნიკა მაინც ვიცოდეთ,თუ როგორ უნდა ვიმეტყველოთ ან შინაარსობრივად როგორ დავტვირთოთ ჩვენი სიტყვა,რომ ჩვენი სათქმელი ნამდვილად მივიტანოთ მსმენლებამდე.ხდება ხოლმე,რომ,თითქოსდა ადამიანი მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე საუბრობს,მაგრამ მისი ინფორმაცია აუდიტორიისთვის რთული აღსაქმელია.უნდა ვიცოდეთ თუ როგორ ვესაუბროთ ადამიანებს ისე, რომ მათთვის ჩვენი აზრები და შეხედულებები ადვილად გასაგები იყოს.

კონფუცი ამბობდა(მგონი სწორად მახსოვს),რომ ვუშვებთ სამ შეცდომას ურთიერთობის დროს:პირველი–საუბრის წამოწყება თავის დროზე ადრე;მეორე–მორიდება,როდესაც არ ვამბობთ როდესაც ეს საჭიროა;მესამე–ისაუბრო და ამ დროს თვალი არ ადევნო მსმენელს.
გამართულად და ეფექტურად თუ გნებავთ ადამიანებთან საუბარი,უნდა იცოდეთ თუ როგორია ადამიანის აღქმის თავისებურებები:
1-იმ ფრაზების შინაარსს,რომლბიც შედგება 10 ან მეტი სიტყვისგან,ჩვეულებრივ,ტვინი ვერ აღიქვამს;
2-ფრაზა,რომელიც პაუზის გარეშე 5-6 წამზე მეტ ხან წარმოითქმება–ვეღარ აღიქმება;
3-მეტყველების სისწრაფე არ უნდა აღემატებოდეს 2.5 სიტყვას წამში;
4-მამაკაცი ყურადღებით უსმენს პირველი 10-15 წამი,მერე კი უკვე იწყებს იმაზე ფიქრს, თუ თვითონ ამ საუბარს რას დაამატებდა;
5-ჩვეულებრივ მსმენელს ბევრად ნაკლები ესმის ან აღიქვამს ვიდრე ამის ჩვენება უნდა.ადამიანი ნაქვამიდან 70% აღიქვამს,იგებს -60% და იმახსოვრებს მხოლოდ 10-15%-ს;
6-ადამიანი ხშირად ”ყურს მიღმა უშვებს” ან არასწორად აღიქვამს ისეთ ფრაზებს,რომლებიც მისთვის ტიპიურად ნაცნობი და ჩვეულია;
7-მნიშვნელოვანია საუბრის ხარისხიც,უნდა ვილაპარაკოთ გარკვევით,გასაგებად,არ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა ან ჩუმად–საჭიროა ოქროს შუალედი,რადგან ხმამაღალი საუბარისას ადამიანი ნევროზულ მდგომარეობაში ვარდება,სმენის აპარატზე ზეწოლის გამო,ჩუმი საუბრის მოსმენისას კი ადამიანი იძაბება რომ გაიგოს თქვენი ნათქვამი,არადა მიზანია–რომ აღიქვას.
ჩვენი ამოცანაა–აღვუძრათ გრძნობები მსმენელს.ძლიერი გრძნობა ან ადამიანის განცდები გონებაში ყოველთვის წარუშლელ კვალს ტოვებენ.გამოსვლის უმნივნელოვანესი პირობაა-გამოვიყენოთ მაგალითები,ანუ პრაქტიკის ჩართვა.ამას თუ არ გავაკეთებთ –საუბარი მოსაწყენი გახდება,და ვერ შევძლებთ ვიმოქმედოთ გრძნობებზე და შესაბამისად ვერც გონებაზე.ისეთი გამოსვლა, რომელიც მხოლოდ განხილვებს მოიცავს–ვერ მჩერდება ადამიანის გონებაში და მეხსიერებიდან იშლება კიდეც.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, და ორატორობის ხელოვნებას გონივრულად მოეკიდებით–გარანტია გექნებათ,რომ იქნებით საინტერესოდ მოსაუბრე და შესაბამისად თქვენს სათქმელს აუდიტორიამდე მაქსიმალურად ”მიიტანთ”.

აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას გარეგნული მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია.სიტყვის აღების დროს თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი გარეგნობა სრულად შეესაბამება მსმენელთა მოთხოვნებსა და გარემოს,ყოველ შემთხვევაში ჩვენი საუბარი ერთი მეოთხედით მხედველობის დახმარებით აღიქმება.მსმენელი გაკვირდებვათ:აკვირდება დგომის ნამერას,სახის გამომეტყველებას,სიარულს.მათ უნდათ იცოდნენ თუ რას წარმოადგენთ.
მნიშვნელოვანია შევქმნათ მეგობრული და ამავდროულად საქმიანი ატმოსფერო.იყავით თავდაჯერებული,უნდა გეტყობოდეტ, რომ გჯერათ იმის, რასაც ამბობთ.
თქვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მსმენელთან კონტაქტის დამყარება!
მოდით,თანმიმდევრულად მივყვეთ.

მთავარია,არ იშფოთოთ.კარგი მანერების განუყოფელი თვსებაა უშუალობა,თავდაჯერებულობა და მეგობრული ტონი.
მშვიდად გაემართეთ საჭირო ადგილისაკენ.გზად ნუ დაიწყებთ ფურცლების დალაგებას ან რაიმის ძებნას,არ დაიწყოთ ქურთუკის ან პიჯაკის შეკვრა,თმას ნუ შეავლებთ ხელს,ნუ გაისწორებთ ჰალსტუხს—ყველაფერ ამაზე წინასწარ იზრუნეთ.
დაიწყეთ საუბარი მხოლოდ მას შემდეგ,როდესაც დაიკავებთ მოსახერხებელ და მყარ ადგილმდებარეობას.ანუ საუბრისას თქვენი პოზა ხელს არ უნდა გიშლიდეთ.ეს ,თავის მხრივ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
კარგი იქნება, თუ საუბრისას მნიშვნელოვან ადგილს ხაზს გაუსვამთ–ამისათვის საკმარისი იქნება,თუ წინ ერთ ნაბიჯს გადმოდგამთ.პაუზის დროს კი შეგიძლიათ ისევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოთ.
კარგად გაიაზრეთ თუ რისი თქმა გინდათ,თუ რაიმე დაგავიწყდათ,ჯობს სიტყვა სხვა თემაზე გადაიტანოთ.
თავი აარიდეთ ნებისმიერი უშინაარსო ბგერების წარმოთქმას,ჯობს ჩუმად იფიქროთ.
კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან ფრაზებს დროდადრო გაიმეორებთ,ასე მათ უკეთ დაიმახსოვრებენ.
გამოსვლის დროს ხშირად ვსარგებლობთ ჟესტიკულაციით.ჟესტები სიტყვებთან ერთად–აძლიერებს მის ემოციურ დატვირთვას.ჯესტების ენა კი კარგად გასაგებია ადამიანის გონებისთვის.
ჯესტიკულირებისას ამ რჩევებსაც ვითვალისწინებთ:
1. ჯესტიკულრება უშუალო უნდა იყოს,მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ,როდესაც მის აუცილებლობას ხედავთ.ნუ შეწყვეტთ დაწყებულ მოძრაობას,მაგალიათად,თუ ხელის მაღლა აწევა გადაწყვიტეთ–თამამად აწიეთ,შუა გზაზე იმპულსს ნუ ჩაახშობთ.
2.ჟესტიკულირება არ უნდა იყოს უწყვეტი.ყველა ფრაზა არ საჭიროებს რაიმე ჟესტს.
3.მართეთ თქვენი ჟესტები.ნუ დაემსგავსებით ქარის წისქვილს.თან ჟესტი თქვენი პოზის წონასწორობის ელემენტიცაა.კონკრეტული ფრაზისთვის განკუთვნილი ჟესტი დროში არ უნდა ჩამორჩეს ამ ფრაზას.
4.შეიტანეთ მრავალფეროვნება ჟესტიკულაციაში,ყველანაირ შემთხვევაში ერთსა და იმავე ჟესტს ნუ გამოიყენებთ.
5.ჟესტი უნდა პასუხობდეს დანიშნულებას.მათი რაოდენობა და ინტენსიობაც უნდა პასუხობდეს საუბრის განხრას და აუდიტორიის თავისებურებას.მაგალითად,ბავშვებისგან განსხვავებით,ზრდასრულ ადამიანს ნაკლები ჟესტიკულაცია მოსწონს.
მაგრამ გამოსვლის დროს მთავარია დარჩეთ ის ვინც ხართ,იცოდეთ,რომ უდიდესი ორატორების მიმზიდველობის ძალა იყო ის,რომ ისინი განუმეორებელნი იყვნენ.ყოველი ჩვენთაგანი უნიკალურია,და ეცადეთ ზუსტად ეს უჩვენოთ აუდიტორიას,ნუ იქნებით მიმბაძველი,რადგან აუდიტორია ძალიან ადვილად ატყობს სიყალბეს.
წარმატებებს გისურვებთ.

Posted in კარიერა | 4 Comments »

როგორ დავწეროთ CV

Posted by tamuna2188 on ივნისი 25, 2010

როგორ დავწეროთ CV

CV განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე, საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტოსასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ CVის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი, დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.

სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:

პირველ რიგში: იყავით კეთილსინდისიერები! ნუ გადააჭარბებთ და გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს. ’საკუთარი მონაცემის ცოტათი გაზვიადება’, ’მაჩვენებლის ცოტათი მომატებადა მისთანანი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უბოროტო და შეუმჩნეველიგაძლიერებანიშნავს საბუთების გაყალბებას, რასაც დასავლური საგანმანათლებლო სისტემა არ პატიობს! ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად წამგებიანი დასუსტიმხარეებისთვის თავის არიდება, თუკი მათი მითითება ცალსახად მოთხოვნილი არ არის.

კომპაქტურობა:

სასურველია, CV არ იყოს ორ გვერდზე მეტი მოცულობის. ბუნებრივია, ის შეიძლება ოთხ ან მეტ გვერდსაც შეადგენდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფერენციაში მონაწილეობასთან, სამეცნიეროკვლევითი/ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებასა და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება და შესაბამისი, მისაწოდებელი აუცილებელი ინფორმაცია უხვად გაქვთ. შეეცადეთ, შეხედოთ დოკუმენტს იმ მკითხველის თვალით, რომელსაც დროის უაღრესად მოკლე დროში უწევს მასთან გაცნობა.

ადეკვატურობა:

შეუძლებელია ყველა საპროგრამო/საგრანტო/სასტიპენდიო განაცხადისათვის შესაფერისი ერთი სტაბილური ფორმატის მქონე რეზიუმე გქონდეთ. მისი მუდმივი მოდიფიცირება მიზანშეწონილია როგორც პირადი წინსვლის და ბიოგრაფიის გამდიდრების, ასევე კონკრეტული შემთხვევის (მიზნის, პროგრამის) შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, მხედველობაში იქონიეთ შედარებით ნაკლებად გადამწყვეტი ინფორმაციის მატარებელი ერთეულების CVდან ამოღების შესაძლებლობა. მაგ. თუ CVის სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილ განაცხადს ურთავთ, არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მიუთითოთ, რომელი დაწყებითი/საშუალო სკოლა დაამთავრეთიმთავითვე იგულისხმება, რომ სკოლა დამთავრებული გაქვთ (თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ საშუალო განათლების მითითება უხეში შეცდომაა!). მთავარია უკანა რიგით შემდგომი, წარმატებით დაძლეული საფეხური და შესაბამისი (მაგ. ბაკალავრის) დიპლომი მიუთითოთ (შესაბამისი სპეციალობის სრული და ზუსტი დასახელების მითითებით. იხ. შაბლონი).

 

თანმიმდევრულობა და გამართული სტრუქტურა:

როგორც აღინიშნა, უნივერსალური წესები არ არსებობს, თუმცა შეთანხმებული (კონვენციური) ფორმების გამოკვეთა შეიძლება, გამომდინარე CVის სტრუქტურის ერთეულების პრიორიტეტულობიდან (მაგ., ბუნებრივია, პირველ რიგში იწერება პირადი, ძირითადი ინფორმაცია (სახელი, მისამართი, მოქალაქეობა და .., ხოლო შემდეგ დანარჩენი), შეგიძლიათ დაიხმაროთ შაბლონი (MS/Word), თუმცა ნიმუშის გაცნობისას, ამავე დროს, პრაქტიკულია, გაითვალისწინოთ შემდეგი ნიუანსები, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ კითხვებს უფრო გასცემს პასუხს:

 

ა) პირადი ცნობები

მოქალაქეობის გრაფაში მითითების სწორი ფორმაა Georgia (და არა Georgian)

მიუთითეთ მუდმივი საცხოვრებლის მისამართი (საფოსტო ინდექსითურთ), მაგრამ თუკი განაცხადზე პასუხის მიღების ვადებში/ხანგრძლივად სხვაგან დაბინავდებით, ხოლო კორესპონდენციის ფორმა არაელექტონული, ტრადიციული ფოსტაა, მიზანშეწონილია ასევე დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითებაც. მისამართის მითითების წესი და თანმიმდევრობა: ნომერი (ქუჩის), ქუჩის სახელი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia ან ქუჩის სახელი, ნომერი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia. მაგალითად: 5Gotua Street, 0160, Tbilisi Georgia… ან Gotua Street 5, 0160, Tbilisi Georgia. რაც შეეხება გრძელ მისამართებს, ისეთს როგორიცაა მაგ. დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე12 კორპუსი, ბინა 24, 0159, თბილისი საქართველო

 

– მიღებული სტილი:

კარგი იქნება, თუ ამ პირველ სექტორს (’პირადი ცნობები’) შედარებით პატარა ზომის ფონტით შეავსებთ, ანუ გამოყოფთ სხვა სექტორებისგან, ხოლო, ამავდროულად, სახელს და გვარს მსხვილი შრიფტით (Bold) აკრეფთ.

თუ CVის ზომის მაქსიმალურად დაპატარავება გსურთ, შეგიძლიათ სათაურად ატანილი Curriculum Vitae წაშალოთ. სტრუქტურის გამართულუბის შემთხვევაში, კომპეტენტური პირი თვალის ერთი გადავლებითაც მიხვდება, რა სახის დოკუმენტთან აქვს საქმე. შესაბამისად, ამის ნუ შეგეშინდებათ. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ მცირეფექტიანი, პატარა ტექნიკური ხერხია, ისევ და ისევ: ყურადღება მიაქციეთ, რომ CV არ იყოს თხრობით, ნარატიულ სტილში, პირველ პირში მოთხრობილი ტრადიციული ქართული (საბჭოთა) ფორმატის ბიოგრაფიაამით მისი სიგრძე უსაშველოდ გაიზრდება, და, რაც მთავარია, დიდი შანსია, რომ არც არავინ წაიკითხოსფორმატის დარღვევა უხეში შეცდომაა.

 

ბ) განათლება

თქვენი მომავალი CV განკუთვნილია იმ ადამიანისთვის, ვისაც, პირველ რიგში ევალება თქვენი განათლების დონის შეფასება. შესაბამისად, ეს დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რეკომენდებულია ერთეულების ქრონოლოგიური უკუსვლით ჩამოწერა (ყველაზე გვიანი ზემოთ. იხ. შაბლონი) და რაც მთავარია, ამგვარი (ან თუნდაც საპირისპირო) სტილის ერთგვაროვნების ყველგან დაცვა.

 

გ) ”წარმატებები და გამოცდილება”

წარმატებებისა და გამოცდილებისსექტორი შეგიძლიათ ორად გაყოთ, გააჩნია, როგორ გაწყობთ. თუ ბევრი არაფერი გაქვთ საწერი ამ თვალსაზრისით, შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, სჯობს, ’გაამსხვილოთერთ კატეგორიაში, როგორც აქ არის ფორმულირებული. პრიზები, .. ’დიპლომები’, სერთიფიკატები (არა ენაში კომპეტენციის!), ექსპედიციები (მხოლოდ რელევანტური! არავის აინტერესებს, გასართობად სად იბანაკეთ!), ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები ამ სექტორში შეიტანეთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად კონკრეტული ინფორმაცია მიუთითოთ (მიღების დრო, ადგილი, ღონისძიების ორგანიზატორი).

როგორც წესი, მიღებულ სტიპენდიებსაც აქ წერენ, თუმცა პირადად მე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სასტიპენდიო პროგრამები საგანმათლებლოა და აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მოპოვებით სრულდება, მათ შესახებ ინფორმაციაგანათლებისსექტორში მაქვს ინტეგრირებული.

 

CV გარკვეულწილად გააძლიერებს შემდეგი მიდგომა: ყველანაირი მიღებული გამოცდილება (ოლიმპიადა, შეჯიბრი და ..) ყოველთვისტრიუმფალურიდამედლიანივერ იქნება; ნურც მონათლავთ ასეთად, მაგრამ ნურც დააკნინებთგამოცდილება და პრაქტიკის გავლა ყოველთვის პოზიტიურია და თუკი რამ გაქვთ, გამოყავით ცალკეგამოცდილებადა დაწერეთ! CV უნდა იყოს გამოცდილებით და პარქტიკით უხვი და არასუპერმენისბიოგრაფია; დაივიწყეთ მცდელობა, თავი წარმოაჩინოთ იმაზე გამორჩეულ და შთამბეჭდავ პიროვნებად, ვიდრე თქვენი ფორმალური სტატუსი ამას მოითხოვს. ეს შეეხება სამუშაო გამოცდილებასაცამ შემთხვევაში თითქმის არ არსებობსარაპრესტიჟული სამსახური’, ყველანაირი სამსახურეობრივი, თუნდაც დროებითი გამოცდილება ვერ იქნება პროფესიული, პრაქტიკული კომპეტენციის მანიშნებელი და ამას არც არავინ ელის ახალგაზრდა სტუდენტისგან, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს კონკურსის დროს ქართულ დიპლომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

) უცხო ენები

ბოლო წლებში უცხო ენაში კომპეტენციის გასარკვევად თვითშეფასებისთვის სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება. ძირითადად, ეს სფერო სერთიფიცირებულია და, რა ხანია საერთაშორისო სტანდარტიზაციის გზას ადგას. იშვიათ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული სერთიფიკატის სპეციფიკური დონე არ არის მოთხოვნილი ან/და ენაში ტესტირება მხოლოდ საბუთების გადარჩევის შემდეგ გელით, ამავდროულად კი CVის კონკრეტული შაბლონი კონკურსის ორგანიზატორების მიერ არ არის მოწოდებული, სადაც ყველანაირი შეფასების გრაფა (და შესაბამისი ფორმატი და სტილი) მოცემულია, მაშინ შეაფასეთ თქვენი თავი პირობითი/ზოგადი სკალირების რამოდენიმე დონით (beginner/conversational, intermediate, advanced, fluent ან ეკვივალენტური, სტანდარტული დახასიათებით).

ზემოთ ჩამოთვლილი სექტორები ძირითადი და აუცილებელია. როგორც წესი, სპეციალური უნარჩვევების (კომპიუტერის ფლობა და ..) და ჰობის განყოფილებათა დართვა მეტნაკლებად ინდივიდუალური არჩევანის საგანია, ამავდროულად, როგორც წესი, რეკომენდებული და სასურველი. ერთადერთი ამოცანაა, ამ საქმეშიც რაციონალურობა გამოიჩინოთ და განაცხადის მიზნებთან მაქსიმალურად ახლოს დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოთ. მაგალითად, Windows-ის საოფისე პროგრამების კარგად ფლობა, აკადემიური წერის დასავლური სტანდარტების ცოდნა და ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლად მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქ მხოლოდ საქმეს წაადგება; პერსონალური ჰობის მითითებისას პრიორიტეტი (რა თქმა უნდა, რეალობის შესაბამისი) ისეთი საქმიანობის აღნიშვნას მიანიჭეთ, რომელიც სტერეოტიპულ პოზიტივზეა გათვლილი; მაგ. თუ ლუდის ბანკების კოლექციონირება და ჭადრაკის თამაში გიტაცებთ, იმთავითვე გასაგებია, რომელი უფრო შთამბეჭდავი იქნება ნუ დაწერთ, რომკითხვა გიყვართ’, ცოტათი დააკონკრეტეთსამეცნიერო თუ ბელეტრისტიკაან ერთიორი ჟანრი ახსენეთ, მოკლედ, თავად უკეთ იცით

სააპლიკაციო დოკუმენტების სისრულე:

ეს საკითხი უშუალოდ CVის გამართულად და ხარისხიანად შედგენის ამოცანას არ ეხება, თუმცა მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ: რეზიუმე არ წარმოადგენს .. ’სამოტივაციო წერილს’, ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც წესი, სტანდარტული, მოთხოვნილი დოკუმენტია, სადაც უფრო დეტალურად, თხრობით და არგუმენტირებულ სტილში ასაბუთებთ თქვენს სურვილს (არა უბრალოდ სურვილს, არამედ იმას, თუ რატომ გსურთსაფუძველს, მოტივაციას!), მონაწილეობა მიიღოთ გარკვეულ სასწავლო/საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამაში. თუ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამოტივაციო წერილი (motivation letter, cover letter) მიწოდების მოთხოვნა არ არის, 95%-იანი შანსია, რომ მისი გაგზავნა მართლაც არ იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონკურსო/საკომისიო პირისათვის/ჟიურისთვის ის იქნება არასასრუველიმაკულატურა’. მაგრამ (!) დაბეჯითებით გირჩევთ, მრავალგზის გადაამოწმოთ მოთხოვნის პირობები. თუკი რამ გაეჭვებთ, პროგრამის საკონტაქტო პირთან ელფოსტის საშუალებით კომუნიკაცია არასდროს არის წამგებიანი.

 

დროის მენეჯმენტი:

ყურადღება მიაქციეთ, რისთვის წერთ CV! ვადები ყოველთვის დათქმულია, ამიტომ თადარიგი დაიჭირეთ. თუ ატყობთ, რომ, ჩვენი ბიუროკრატიის გადამკიდე, რომელიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის (მაგ. დიპლომის და ნიშნების ფურცლის ნოტარიალურად დამოწმებული ასლის) დართვა სააპლიკაციო საბუთებში ვერ ესწრება, მიმართეთ სასტიპენდიო/სასწავლო პროგრამის კონკრეტულ საკონტაქტო პირს და ჩააყენეთ საქმის კურსში. როგორც წესი, კომპრომისზე მიდიან. თუკი შედარებითნაკლებად სასიცოცხლოდოკუმენტების (სერთიფიკატების, კონკურსებში გამარჯვების მოწმობების და ..) დართვას ვეღარ ახერხებთ და მათი არარსებობა თქვენს CVის იმთავითვე არდაბრაკავს’, ამ დროს კი გაცილებით გადაუდებელი საქმე გაქვთ, შეგიძლიათ მიუთითოთ – available at request.სულ ეს იყო. ბუნებრივია, კიდევ ათასი დეტალია. ამ წერილის მიზანი მხოლოდ დამწყებთათვის დახმარების გაწევაა, მათთვის, ვისაც CV მომზადების მცირე გამოცდილება აქვს.

გისურვებთ წარმატებებს!

Posted in კარიერა | 4 Comments »

 
%d bloggers like this: