Tamunagog's Blog

Just another WordPress.com site

ერთ საიტზე შევედი და საინტერესო რაგაცეებს წავაწყდი… იმედია არ ეწყინება ამ საიტის მფლობელს

Posted by tamuna2188 on იანვარი 8, 2011

ეს არ არის ჩემი დაწერილი უბრალოდ ჩემი საიტის სტუმრებს მინდა გავაცნოო და იმედია ამ სტატიის დამწერს არ ეწყინება

ჩემი სამსახურიდან გამომდინარე,ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა,ხდება ხოლმე, რომ მიწევს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ან ტრენინგების ჩატარება.განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო აუდიტორიასთან მუშაობის ნიუანსები,რადგან აუდიტორის დაინტერესება ყველაზე ძნელია,და სასურველია ზოგადი ტექნიკა მაინც ვიცოდეთ,თუ როგორ უნდა ვიმეტყველოთ ან შინაარსობრივად როგორ დავტვირთოთ ჩვენი სიტყვა,რომ ჩვენი სათქმელი ნამდვილად მივიტანოთ მსმენლებამდე.ხდება ხოლმე,რომ,თითქოსდა ადამიანი მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე საუბრობს,მაგრამ მისი ინფორმაცია აუდიტორიისთვის რთული აღსაქმელია.უნდა ვიცოდეთ თუ როგორ ვესაუბროთ ადამიანებს ისე, რომ მათთვის ჩვენი აზრები და შეხედულებები ადვილად გასაგები იყოს.

კონფუცი ამბობდა(მგონი სწორად მახსოვს),რომ ვუშვებთ სამ შეცდომას ურთიერთობის დროს:პირველი–საუბრის წამოწყება თავის დროზე ადრე;მეორე–მორიდება,როდესაც არ ვამბობთ როდესაც ეს საჭიროა;მესამე–ისაუბრო და ამ დროს თვალი არ ადევნო მსმენელს.
გამართულად და ეფექტურად თუ გნებავთ ადამიანებთან საუბარი,უნდა იცოდეთ თუ როგორია ადამიანის აღქმის თავისებურებები:
1-იმ ფრაზების შინაარსს,რომლბიც შედგება 10 ან მეტი სიტყვისგან,ჩვეულებრივ,ტვინი ვერ აღიქვამს;
2-ფრაზა,რომელიც პაუზის გარეშე 5-6 წამზე მეტ ხან წარმოითქმება–ვეღარ აღიქმება;
3-მეტყველების სისწრაფე არ უნდა აღემატებოდეს 2.5 სიტყვას წამში;
4-მამაკაცი ყურადღებით უსმენს პირველი 10-15 წამი,მერე კი უკვე იწყებს იმაზე ფიქრს, თუ თვითონ ამ საუბარს რას დაამატებდა;
5-ჩვეულებრივ მსმენელს ბევრად ნაკლები ესმის ან აღიქვამს ვიდრე ამის ჩვენება უნდა.ადამიანი ნაქვამიდან 70% აღიქვამს,იგებს -60% და იმახსოვრებს მხოლოდ 10-15%-ს;
6-ადამიანი ხშირად ”ყურს მიღმა უშვებს” ან არასწორად აღიქვამს ისეთ ფრაზებს,რომლებიც მისთვის ტიპიურად ნაცნობი და ჩვეულია;
7-მნიშვნელოვანია საუბრის ხარისხიც,უნდა ვილაპარაკოთ გარკვევით,გასაგებად,არ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა ან ჩუმად–საჭიროა ოქროს შუალედი,რადგან ხმამაღალი საუბარისას ადამიანი ნევროზულ მდგომარეობაში ვარდება,სმენის აპარატზე ზეწოლის გამო,ჩუმი საუბრის მოსმენისას კი ადამიანი იძაბება რომ გაიგოს თქვენი ნათქვამი,არადა მიზანია–რომ აღიქვას.
ჩვენი ამოცანაა–აღვუძრათ გრძნობები მსმენელს.ძლიერი გრძნობა ან ადამიანის განცდები გონებაში ყოველთვის წარუშლელ კვალს ტოვებენ.გამოსვლის უმნივნელოვანესი პირობაა-გამოვიყენოთ მაგალითები,ანუ პრაქტიკის ჩართვა.ამას თუ არ გავაკეთებთ –საუბარი მოსაწყენი გახდება,და ვერ შევძლებთ ვიმოქმედოთ გრძნობებზე და შესაბამისად ვერც გონებაზე.ისეთი გამოსვლა, რომელიც მხოლოდ განხილვებს მოიცავს–ვერ მჩერდება ადამიანის გონებაში და მეხსიერებიდან იშლება კიდეც.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, და ორატორობის ხელოვნებას გონივრულად მოეკიდებით–გარანტია გექნებათ,რომ იქნებით საინტერესოდ მოსაუბრე და შესაბამისად თქვენს სათქმელს აუდიტორიამდე მაქსიმალურად ”მიიტანთ”.

აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას გარეგნული მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია.სიტყვის აღების დროს თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი გარეგნობა სრულად შეესაბამება მსმენელთა მოთხოვნებსა და გარემოს,ყოველ შემთხვევაში ჩვენი საუბარი ერთი მეოთხედით მხედველობის დახმარებით აღიქმება.მსმენელი გაკვირდებვათ:აკვირდება დგომის ნამერას,სახის გამომეტყველებას,სიარულს.მათ უნდათ იცოდნენ თუ რას წარმოადგენთ.
მნიშვნელოვანია შევქმნათ მეგობრული და ამავდროულად საქმიანი ატმოსფერო.იყავით თავდაჯერებული,უნდა გეტყობოდეტ, რომ გჯერათ იმის, რასაც ამბობთ.
თქვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მსმენელთან კონტაქტის დამყარება!
მოდით,თანმიმდევრულად მივყვეთ.

მთავარია,არ იშფოთოთ.კარგი მანერების განუყოფელი თვსებაა უშუალობა,თავდაჯერებულობა და მეგობრული ტონი.
მშვიდად გაემართეთ საჭირო ადგილისაკენ.გზად ნუ დაიწყებთ ფურცლების დალაგებას ან რაიმის ძებნას,არ დაიწყოთ ქურთუკის ან პიჯაკის შეკვრა,თმას ნუ შეავლებთ ხელს,ნუ გაისწორებთ ჰალსტუხს—ყველაფერ ამაზე წინასწარ იზრუნეთ.
დაიწყეთ საუბარი მხოლოდ მას შემდეგ,როდესაც დაიკავებთ მოსახერხებელ და მყარ ადგილმდებარეობას.ანუ საუბრისას თქვენი პოზა ხელს არ უნდა გიშლიდეთ.ეს ,თავის მხრივ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
კარგი იქნება, თუ საუბრისას მნიშვნელოვან ადგილს ხაზს გაუსვამთ–ამისათვის საკმარისი იქნება,თუ წინ ერთ ნაბიჯს გადმოდგამთ.პაუზის დროს კი შეგიძლიათ ისევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოთ.
კარგად გაიაზრეთ თუ რისი თქმა გინდათ,თუ რაიმე დაგავიწყდათ,ჯობს სიტყვა სხვა თემაზე გადაიტანოთ.
თავი აარიდეთ ნებისმიერი უშინაარსო ბგერების წარმოთქმას,ჯობს ჩუმად იფიქროთ.
კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან ფრაზებს დროდადრო გაიმეორებთ,ასე მათ უკეთ დაიმახსოვრებენ.
გამოსვლის დროს ხშირად ვსარგებლობთ ჟესტიკულაციით.ჟესტები სიტყვებთან ერთად–აძლიერებს მის ემოციურ დატვირთვას.ჯესტების ენა კი კარგად გასაგებია ადამიანის გონებისთვის.
ჯესტიკულირებისას ამ რჩევებსაც ვითვალისწინებთ:
1. ჯესტიკულრება უშუალო უნდა იყოს,მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ,როდესაც მის აუცილებლობას ხედავთ.ნუ შეწყვეტთ დაწყებულ მოძრაობას,მაგალიათად,თუ ხელის მაღლა აწევა გადაწყვიტეთ–თამამად აწიეთ,შუა გზაზე იმპულსს ნუ ჩაახშობთ.
2.ჟესტიკულირება არ უნდა იყოს უწყვეტი.ყველა ფრაზა არ საჭიროებს რაიმე ჟესტს.
3.მართეთ თქვენი ჟესტები.ნუ დაემსგავსებით ქარის წისქვილს.თან ჟესტი თქვენი პოზის წონასწორობის ელემენტიცაა.კონკრეტული ფრაზისთვის განკუთვნილი ჟესტი დროში არ უნდა ჩამორჩეს ამ ფრაზას.
4.შეიტანეთ მრავალფეროვნება ჟესტიკულაციაში,ყველანაირ შემთხვევაში ერთსა და იმავე ჟესტს ნუ გამოიყენებთ.
5.ჟესტი უნდა პასუხობდეს დანიშნულებას.მათი რაოდენობა და ინტენსიობაც უნდა პასუხობდეს საუბრის განხრას და აუდიტორიის თავისებურებას.მაგალითად,ბავშვებისგან განსხვავებით,ზრდასრულ ადამიანს ნაკლები ჟესტიკულაცია მოსწონს.
მაგრამ გამოსვლის დროს მთავარია დარჩეთ ის ვინც ხართ,იცოდეთ,რომ უდიდესი ორატორების მიმზიდველობის ძალა იყო ის,რომ ისინი განუმეორებელნი იყვნენ.ყოველი ჩვენთაგანი უნიკალურია,და ეცადეთ ზუსტად ეს უჩვენოთ აუდიტორიას,ნუ იქნებით მიმბაძველი,რადგან აუდიტორია ძალიან ადვილად ატყობს სიყალბეს.
წარმატებებს გისურვებთ.

Posted in კარიერა | 4 Comments »

ნეტა რას?

Posted by tamuna2188 on იანვარი 8, 2011

1)რას შეუძლია გააცოცხლოს მკვდრები, აატიროს ადამიანები და გაახალისოს ისინი??

2)მას აქვს კბილები, მაგრამ ჭამა არ შეუძლია. მას აქვს ცხვირი, მაგრამ სუნთქვა არ შეუძლია. მას აქვს თვალები, მაგრამ ვერ ხედავს. მას აქვს ყურები, მაგრამ არ ესმის. რა არის ის?

Posted in გამოცანები | 8 Comments »

მკაცრი ქმარი ;)

Posted by tamuna2188 on იანვარი 8, 2011

კაცი მოიყვანს ცოლს და ეტყვის ყველა ოთახში შეგიძლია შესვლა გარდა ერთისაო. მეორე დღეს კაცი წავა სანადიროდ და ცოლს დააინტერესებს და მაინც შევა, როდესაც შევა დაინახავს რაგაცას და გული წაუვა, კარგა ხანი ეგდება და რო გამოფხიზლდება კაცი უკვე სახლში ბრუნდება ალი შუქს ჩააქრობს ოთახიდან გამოვა ყველაფერს ისე დატოვებს როგორც მანამდე იყო, მარი როცა სახლში მივიდა პირდაპირ ამ ოთახში შევიდა ეგრევე მიხვდა რომ ქალი იყო იქ ნამყოფი და ცოლს მოკლავს (არადა ყველაერი ისე დატოვა ქალმა როგორც მანამდე იყო) კითხვა: როგორ მიხვდა კაცი? 🙂

Posted in გამოცანები | 5 Comments »

გამოცანა……..

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

1) სპარსული იგავის მიხედვით, არსებობენ სამი სახეობის მტრები. პირველი — უბრალოდ მტერი, მეორე — მეგობრის მტერი…
დაასახელეთ მტრის მესამე სახეობა.

2) არსებობს ერთი აფრიკული ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ადამიანი ცაში შეიქმნა.
ვინ ან რა დაეხმარა მას დედამიწაზე ჩამოსვლაში?

3) ერთი ინგლისური ხუმრობის მიხედვით ეს არის ადგილი, სადაც გაყრა ქორწინებას უსწრებს წინ. დაასახელეთ ეს ადგილი.

4) ცნობილი ხუმრობის თანახმად, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელსაც არ აქვს მარცხენა ხელი, მარცხენა ფეხი, მარცხენა თვალი და მარცხენა ყური? (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)

Posted in გამოცანები | 8 Comments »

უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

უჭკუო ჩივის, რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის, რომ იგი არ იცნობს ხალხს. – კონფუცი

უვიცებთან ბჭობა ბრმებისთვის სინათლის ანთებაა – ბუასტი

შურიანები კვდებიან,მაგრამ შური-არასოდეს. – მოლიერი

თავმოყვარეობა თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი.საქმე ისაა ვინ რაში მოიხმარს მას, რისკენაა იგი მიმართული. – ვეისი

უმიზეზოდ თვითგანდიდება შეჰფერით მხოლოდ უგუნურთ. – პინდარე

თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია. – სოფოკლე

გულ-მშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა,ვინც ღირსი ყოფილა ხშირად ქებისა. – პლინუსი

უფრო ღირსეული იქნები ვიდრე ხარ, შენს ღირსებას რომ არ ახსენებდე. – შექსპირი

ჭეშმარიტი სიდიადისკენ ხშირად-ქედმაღლობაა დაბრკოლება. – უენლისი

ბრძენ კაცს ისე თავმდაბლურად უჭირავს თავი, თითქოს თვითონ კი არ ასწავლიდეს სხვას, არამედ სხვისგან სწავლობდეს. – ვეისი

ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას,რაც მისთვის სასურელია. – უილიუს კეისარი

კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს. – ჟან-ჟაკ რუსო

ბედნიერია, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ის,რაც სურს; უფრო ბედნიერია ის ვისაც ის სურს, რაც მისთვის ხელმისაწვდომია. – ვეისი

კარგი ხასიათი უნარია, რომ საკუთარ თავს გზაზე გადაუდგე, როცა შეგეძლო განზე გამდგარიყავი. – მუდი

მშვიდობა ყველაზე მოკლე მანძილია ორ ომს შორის. – შპალენგერი

უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი. – შილერი

პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია. – რენანი

ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც. – ჰიუგო

მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს,მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს რომ მას დაელოდოს. – რუსო

იყავ პირველი,როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი,როცა უნდა ილაპარაკო. – მორალი

ბევრის ლაპარაკი და ბევრის თქმა ერთი და იგივე არ არის. – სოფოკლე

ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს. – პასკალი

მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა. – ფლობერი

ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია. – დიუმა

ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას – დედის სიყვარული ქვია. –ზიადელი

თუ გსურს ბევრი დრო გქონდეს, ნურაფერს გააკეთებ. – ჩეხოვი

ბოროტმოქმედმა შეიძლება ხანდახან აირიდოს სასჯელი, მაგრამ მის შიშს კი ვერასდროს მოიცილებს. – სენეკა

რწმენა საბუთის გარეშე უყოყმანოდ დაჯერებაა. – ამიელი

პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს. – ბერნარდ შოუ

ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს-ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის. – ქეი-ქუასი

დამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია. – რაბლოე

ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ. – ფრანკლინი

უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები ვიდრე სხვისი. – დემოკრიტე

მჭერმეტყველებაა-თქვა სიმართლე და გაჩუმდე. – ლინკი

სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა. – მარგოლიუსი

ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი ძუნწი. – შამფორი

სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით. – გოეთე

მრწამსი ხშირად ყველაზე საშიში მტერია ჭეშმარიტებისა. – ნიცშე

სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ. – ნეტარი ავგუსტინე

სიამაყე თავისებური აბუჩად აგდებაა ყველასი გარდა საკუთარი თავისა. – თეოფრასტე

უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ. – ვოლტერი

Posted in ბრძნული გამონათქვამები | 2 Comments »

ლენინი

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

1) წითელ ქუდა რძით სავსე კასრში ჩავარდა . რა დაემართებოდა წითელქუდას ?

2) რატომ ჯდება ყვავი წვიმიანი ამინდის შემდეგ ყოველთვის სველ ტოტზე ?

3) როდის იცავდა ლენინი მეფეს ?

4) შეიძლება თუ არა რომ კაცმა ცოლად მოიყვანოს თავისი ქვრივის და ?

5) კალათაში დევს 5 საღეჭი რეზინა , ბავშვმა ამოიგო 5_ივე საღეჭი რეზინა , რა დარჩა კალათაში ?

და ბოლოს , ლოგიკური არაა მარაა თუ გამოიცნობთ კაი იქნება 🙂

6) კონფუცი თვლიდა რომ თუ მას მსოფლიო გაიცნობდა ეს მისი წიგნების დამსახურება იქნებოდა, და თუ ისინი მასზე(კონფუციზე) ცუდათ იფიქრებდნენ ….. და კითხვა: რისი ბრალი იქნებოდა ?

 

 

Posted in გამოცანები | 4 Comments »

საზამთროს ხელოვნება

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

Posted in სურათები | 2 Comments »

სად ცხოვრობს?

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

ეს ადამიანი ცხოვრობდა ახ.წ. IVს.-ში ბიზანტიაში და იყო კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი. მას სახელად კარლოსი ერქვა. ის ძალიან კეთილი და ხელგაშლილი ადამიანი იყო. მის ქველმოქმედებაზე ლეგენდები დადიოდა, სიკვდილის შემდეგ კი ის წმინდანად აღიარეს. ამ ადამიანს ყოველი ჩვენგანი იცნობს, თუმცა შეცვლილი სახელითა და საცხოვრებელი ადგილით. დღეს გავრცელებული აზრით, სად ცხოვრობს იგი ამჟამად?

Posted in გამოცანები | 2 Comments »

აბა გამოიცანით

Posted by tamuna2188 on იანვარი 7, 2011

შენ ხარ გემის მმართველი.ამ გემზე არის 40 კაცი, 60 ქალი,50 ბავშვი,26 მოხუცი და 46 მოზარდი. გემი არის სიგრძეში 25 მეტრი,სიგანეში კი 15 მეტრი,აქვს 3 სართული.არის თეთრი ფერის , ეტევა სულ 500 მდე ადამიანიი! გემი მიცურავს წყნარ ოკეანეში. მისი სიჩქარე კი 80კმ/სთ -ში და აქვს 10 პატარა ნავი საგანგებო მდგომარეობისთვის.

მაშ ასე კითხვა რამდენი წლისაა გემის კაპიტანი??

Posted in გამოცანები | 11 Comments »

ყველაზე დიდხანს ძილის მდგომარეობაში უჭმელად ძლებს ზღარბი – 235 დღეს. დათვი შიმშილობს 180 დღეს

Posted by tamuna2188 on იანვარი 3, 2011

* ყველაზე მძიმე ჯიშის ძაღლია სენბერნარი. მისი მაქსიმალური წონაა 111 კგ.

* ყველაზე დიდხანს ძილის მდგომარეობაში უჭმელად ძლებს ზღარბი – 235 დღეს. დათვი შიმშილობს 180 დღეს.

*ყველაზე გრძელი ენა ცხოველთა შორის აქვს ჭიანჭველაჭამიას. მისი ენის სიგრძე 60 სმ-ია

*ყველაზე ხმამაღლა მყვირალა ცხოველი ნიანგია. მისი ყვირილი თვით გამოცდილ მონადირეებსაც კი შიშის ზარს ჰგვრის. ძალიან მაღალი ხმით გამოირჩევა ბეჰემოტიც. მესამე ადგილზეა ცხოველთა მეფე – ლომი.

*ყველაზე დიდი მდინარის თევზი არის ლოქო, რომლის წონა 400 გკ-ს აღწევს

*ყველაზე დიდი ბაყაყი – გოლიოფია, რომელიც ბინადრობს აფრიკაში. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ-ია, წონა კი 3,5 კგ.

*ყველაზე დიდი ნიანგი – ნილოსის ნიანგია. მისი სიგრძე 9 მ -ია . იგი იწონის 500 კგ-ს

*ყველაზე დიდი ხვლიკი – კომოდური ვარანია. მისი სიგრძე 5მ-ია, ხოლო წონა 200გკ.

*ყველაზე ძლიერმოქმედი შხამი აქვს პაწაწინა ბაყაყს, რომელიც ცხოვრობს კოლუმბიაში. მის შხამს ვერცერთი გველის შხამი ვერ შეედრება. მისი საწინააღმდეგო შრატი არ არსებობს. ეს ცხოველი 2სმ-ია და იწონის 1 გრამს. მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია.

*ყველაზე მეწველი ძუძუმწოვარი ცხოველი ვეშაპია. ის ყოველდღიურად 400ლ რძეს იძლევა

*ყველაზე დიდი მწერები ბინადრობენ სამხრეთ აფრიკაში, კერძOდ ამაზონის ჯუგლებში. აქ მობინადრე ჭიანჭველის

სიგრძე 7სმ- ია, ხოლო მწვანე კალიისა 15სმ.

*ყველაზე დიდხანს ცოცხლობს კუ. ცნობილია, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე ჰყავთ კუ. რომელიც 1761 წელს აქ მოუყვანია ცნობილ მოგზაურ ჯეიმს კუკს.

*ყველაზე დიდი ნიჟარა აღმოაჩინეს იაპონიაში, კუნძულ იუფუს მებადურებმა, ნიჟარის სიგრძე იყო 1 მეტრი, ხოლო წონა – 290 კგ

*ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა მოხდა ჩინეთში 1921 წელს, ამ წყალდიდობამ 3,5 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

*ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ სტატისტიკური მონაცემებით 2890 მუზეუმია.

*ყველაზე ხანგრძლივი ორთაბრძოლა კრივში ჩატარდა ახალ ორლეანში 1892 წელს. მათ ჩაატარეს 110 რაუნდიანი ბრძოლა, რომელიც 7 საათსა და 20 წთ გრძელდებოდა.

*ყველაზე პატარა სახელწოდების ქალაქი მდებარეობს კორეაში, მას ჰქვია ,,უ”

Posted in იცით თუ არა რომ... | 1 Comment »

 
%d bloggers like this: